FM97.5 / LIVE

ვინ აგროვებს ხელმოწერებს მინარეთის დასანგრევად

მთავარისაზოგადოება 25.07.2013
განცხადება ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსის სახელზე მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით; რატომ უნდა დაშალონ ახალდადგმული მინარეთი სოფელ ჭელაში და ვისი დავალებით გროვდება ხელმოწერები?

ვინ აგროვებს ხელმოწერებს მინარეთის დასანგრევად
„სამხრეთის კარიბჭე“ მათ, ვინც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მართლმადიდებლების ხელმოწერებს აგროვებს, სოფელ ჭელაში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის ეზოში შეხვდა.

როგორც ჭელაში მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებელმა ბერდია ქაფიანიძემ, სოფელ დიღმის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ათანასე ხაბეიშვილმა და სოფელ ფლატეს მკვიდრმა, მართლმადიდებელმა შალვა გაგნიძემ განგვიცხადეს, ისინი ხელმოწერებს, მინარეთის დაშლის მოთხოვნით, ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორე ჭუაძის კურთხევით აგროვებენ.

- „სოფელ ჭეჭლის მცხოვრებნი კატეგიორიულად ვეწინააღმდეგებით სოფელ ჭელაში მინარეთის დამონტაჟებას. ამასთანავე ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ არ ვეწიანააღმდეგებით განსხვავებული რელიგიის აღმსარებლობას, მაგრამ, მოვითხოვთ ჩვენი ქრისტიანი მოსახლეობის უფლებების დაცვასაც. გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა დროულად აღიკვეთოს ეს პროვოკაციული ქმედება“, - ვკითხულობთ სოფელ ჭეჭლის მოსახლეობის განცხადებაში, რომელიც ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსის გელა კოხოძის სახელზეა დაწერილი.

შალვა გაგნიძის განმარტებით, განცხადებას ხელს ოთხი სოფლის: ჭელის, ჭეჭლის ფლატესა და მლაშეს მცხოვრებლები აწერენ.

- „ამხელა რაღაცა მოიტანეს და ღამით ისე დადგეს, რომ არავინ არაფერი იცოდა. უნდა დაშალონ, რადგან ხალხი წინააღმდეგია. აქ მოლა დადგება და მის ხმას მთელი ხეობა გაიგებს. რატომ გვაწუხებენ, ჩვენ ვაწუხებთ ლოცვით?! - კითხულობს გააგნიძე და ამატებს, რომ ამ სოფლებში მართლმადიდებლები უმცირესობაში არიან, ამიტომ თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, მათი უფლებებიც უნდა დავიცვათ, - კარგი იქნება თუ ზომებს დროულად მიიღებენ და შეაჩერებენ“.

მღვდელი ათანასე ხაბეიშვილიც აცხადებს, რომ მინარეთი უნდა დაიშალოს: „კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი. თუ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ამისთვის გარკვეული ზომები უნდა იქნეს მიღებული“.

ვინ აგროვებს ხელმოწერებს მინარეთის დასანგრევად

მისი თქმით, ამ სოფლებში მართლმადიდებლებიც და მუსლიმებიც წლების განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდნენ, ურთიერთობა კი მათ შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჭელაში წლების წინ მეჩეთი დაიდგა, რადგან თავის დროზე მისი აგებაც, ასევე როგორც მინარეთის, უკანონოდ მოხდა: „ჯერ სახლს აშენებდნენ, შემდეგ კი გუმბათი დაადგეს. ამის გამო დაიძაბა ურთიერთობები, ძველებური კეთილგანწყობა რაჭველებსა და აჭარლებს შორის აღარ არის“.

მისი თქმით, მაშინ როცა თურქეთში ტაძრის აშენების უფლებას და უფრო მეტიც საზღვარზე მღვდლებს კაბით გადასვლის უფლებას არ აძლევენ, არ შეიძლება საქართველოში მეჩეთები სოკოებივით გაჩნდეს: „რატომ ყვირიან მეგაფონებით?! ილოცონ თავისთვის, ვინ უშლით?! ასე ხალხში ერთგვარ დაპირისპირებას ქმნიან“.

მღვდელს ეთანხმება ეკლესიის მშენებელი ჭელაში ბერდია ქაფიანიძეც და ამბობს, რომ მეუფის თხოვნაა, მშვიდად და სამართლებრივად მოგვარდეს ეს საკთხი: „სოფლის რწმუნებული ამბობს არ ვიცი როდის დადგესო, არადა მამამისი მოლაა, როგორ არ იცოდა?! ან კონტრდაზვერვას და ასეთ სამსახურებს რატომ არ უნდა სცოდნოდათ ამის შესახებ?! ორი აგური რომ დადო, მაშინვე მოდიან, უნებართვოდ საღორე რომ ააშენო, დაგაჯარიმენებ, ამხელა რაღაცა უსაბუთოდ დადგეს და არაფერი მოხდა?!“

ჭეჭლაში მცხოვრები გელა მეტრეველი ერთ-ერთია იმ მართამდიდებლებს შორის, რომლებიც ჭელაში მინარეთს დადგმას ეწინააღმდეგებიან: „დღეში სამჯერ მიკროფონები ჩაირთვება და მოლა იწყებს ლოცვას ყველა სოფელში. ახალ მინარეთზეც დადგამენ დინამიკებს და უნდა დაიწყოს კიდევ უფრო გაძლიერებული ხმით ყვირილი. ეს უკვე ფსიქოლოგიურად მოქმედებს. შებრძანდნენ შიგნით და ილოცონ. დაუშალათ ვინმემ?! აქამდე არ გამოგითქვამს პრეტენზია. ახლა ჩვენ ვართ უმცირესობაში“.

ვინ აგროვებს ხელმოწერებს მინარეთის დასანგრევად
[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს
‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ
დატოვებს თუ არა სამსახურს ჭელის რწმუნებული?