FM97.5 / LIVE

საკმარისი იქნება თუ არა ‘ევროპელების' მხარდაჭერა სამცხე–ჯავახეთში ვაშაძის გამარჯვებისთვის

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.11.2018
გრიგოლ ვაშაძის გასამარჯვებლად მეორე ტურამდე სამცხე–ჯავახეთში „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდა. მოიგებს თუ არა რეგიონში არჩევნებს ვაშაძე, თუ დავუშვებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ყველა მხარდამჭერი მეორე ტურში მას მისცემს ხმას.

საკმარისი იქნება თუ არა ‘ევროპელების' მხარდაჭერა სამცხე–ჯავახეთში ვაშაძის გამარჯვებისთვის

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სამცხე–ჯავახეთში ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო (38 197 ხმა), ხმარდამჭერთა სიმრავლით მეორე ადგილზე გირგოლ ვაშაძე გავიდა (18 482 ხმა), ხოლო მესამე ადგილი დავით ბაქრაძემ დაიაკავა (12 054 ხმა).

ოპოზიციური პარტიების რაიონული ორგანიზაციების ლიდერები ფიქრობენ, რომ მეორე ტურში ამომრჩევლები, რომლებიც დავით ბაქრაძეს და გრიგოლ ვაშაძეს უჭერდნენ მხარს, ახლა გაერთიანდებიან და ერთობლივი ძალებით დაამარცხებენ სალომე ზურაბიშვილს.

ასეც, რომ იყოს და ყველა მათგანი მივიდეს არჩევნების მეორე ტურზე, ოპოზიციას სამცხე–ჯავახეთში დამატებით 8 000–მდე ამომრჩევლის მხარდაჭერა კიდევ დასჭირდება. პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა 38 197 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ ერთად 30 536.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს მათი განწყობა ვიცით, მეორე ტურზე გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად ის ადამიანებიც მოვლენ, ვინც პირველ ტურში არჩევნებზე არ გამოცხადებულა“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ახალციხეში ირაკლი ბარძიმაძე.

მის პოზიციას იზიარებს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე: „გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურს დამაჯერებელი შედეგებით მოიგებს განსაკუთრებით ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში, არ არის გამორიცხული, რომ ხმების უმრავლესობა მივიღოთ ახალქალაქშიც“.

არ ეთანხმება ოპოზიციონერების მოსაზრებებს ახალციხეში „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე: „კარგი მოლოდინები გვაქვს. მოსახლეობა ამბობს, რომ „ნაციონალების“ დაბრუნება არ სურთ. ბევრი პირველ ტურში იმიტომ არ მივიდა არჩევნებზე, რომ დარწუმენული იყო სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა, რადგან ასე არ მოხდა, მეორე ტურზე ისინი აუცილებლად მივლენ იმისთვის რომ ზურაბიშვილს მისცენ ხმა".

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების უმეტესობა არჩევნებზე გირგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად მივა. მისი აზრით ეს ოპოზიციური პარტიებია: „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“.

„ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა ვაშაძის პოტენციური ხმებია, სალომე ზურაბიშვილს კი მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მიემხრობიან. შეიძლება მეორე ტურის არჩევნებზე ის ადამიანები მივიდნენ, რომლებიც პირველ ტურზე სახლში დარჩნენ. ეს ის კატეგორიაა, რომლებიც მხარს „ოცნებას“ უჭერენ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონთ. ფაქტია, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ვაშაძეს დაუჭერს მხარს“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ვაშაძემ ზურაბიშვილს 18 მოუგო
Gallup International: სალომე ზურაბიშვილი 58%, გრიგოლ ვაშაძე 42%
უბნების დათვლის პროცესი დასრულდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია
‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
ვანო მერაბიშვილის სოფელში ზურაბიშვილმა მეორე ტურიც წააგო
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ზურაბიშვილმა 17–ზე წააგო
სამცხე–ჯავახეთში, მეორე ტურში, ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი უბანი ახალციხეში წააგო