FM97.5 / LIVE

მერიიდან დოკუმენტი, რომელზეც ვალეს ბაღში თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, ვერ მივიღეთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.11.2018
ვალეს ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ზეწოლის მიზნით მათ გათავისუფლების შესახებ ბრძანებებზე ხელი მოაწერინეს, ბაღების გაერთიანებაში კი ირწმუნებიან, რომ დოკუმენტი საორგანიზაციო ცვლილებებს ეხებოდა. ამიტომ მერიიდან წერილობით ის დოკუმენტი გამოვითხოვეთ, რომელზეც თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, თუმცა ვერ მივიღეთ.

მერიიდან დოკუმენტი, რომელზეც ვალეს ბაღში თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, ვერ მივიღეთ

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან დღეს, 19 ნოემბერს, მიღებულ წერილში წერია, რომ „მერიაში არ ინახება ვალეს საბავშო ბაღის თანამშრომლების ხელმოწერები, მოსალოდნელი საორგანიზაციო ცვლილებების გაცნობასთან დაკავშირებით“.

„ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობას აქვს ათდღიანი ვადა ინფორმაციის მოსაძიებლად და პასუხის გასაცემად. არ აქვს მნიშვნელობა ეს დოკუმენტი ვალის ბაღში ინახება, თუ ბაღების გაერთიანებაში, მერიას უნდა მოეძიებინა და მოეცა“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

იურისტის თქმით, ბაღებში ცვლილებების დოკუმენტს, ოფიციალური გამოთხოვა არც სჭირდებოდა, რადგან ის საჯარო ინფორმაციაა და მუნიციპალიტეტმა ისეც უნდა გაასაჯაროვოს: „ეს ყველაფერი ბადებს ეჭვებს, რომ მართლაც შესაძლოა თანამშრომლებზე წინასაარჩევნოდ ზეწოლა განხორციელდა და გათავისუფლების ბრძანებებზე მოაწერინეს ხელი“.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ვალის ბაღის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების ბრძანებებზე ხელი მოაწერინეს და არჩევნების მეორე ტურზე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დაავალეს. ამას კატეგორიულად უარყოფენ ვალეს ბაღის მენეჯერი და ბაღების გაერთიანების დირექტორი. მათი თქმით, თანამშრომლებმა დოკუმენტს ხელი ნამდვილად მოაწერეს, თუმცა ის მხოლოდ შიდა ცვლილებებს ეხებოდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გაფრთხილება გათავისუფლებაზე – რაზე მოაწერინეს ვალის ბაღის თანამშრომლებს არჩევნებამდე ხელი
შსს: ვალეს ბაღის თანამშრომლებზე ზეწოლა არ დასტურდება
‘გათავისუფლების ბრძანებებზე მოგვაწერინეს ხელი’ – ვალეში ბაღის თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობენ
წინასაარჩევნოდ ახალციხის ბაღებში დაანონსებული რეორგანიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა
აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენ
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი თებერვლიდან განახლდება
ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს