FM97.5 / LIVE

NGO-ები პრემიერის ინიციატივას სესხების განულებაზე ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 19.11.2018
არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. შავ სიაში შესული ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ პრემიერის ინიციატივას, ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

NGO-ები პრემიერის ინიციატივას სესხების განულებაზე ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა ჭარბვალიანობის წინააღმდეგ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით პარტიას ეკრძალება კანდიდატის თუ ამა თუ იმ სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების, მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, გარკვეული საქონლის შეთავაზება, მომსახურება, მიყიდვა, ან მიწოდება. ამასთან დაკავშირებით აუდიტს მივმართავთ,რომ შეისწავლონ ეს საკითხი და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინონ", — განმარტავს ირმა პავლიაშვილი.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობენ, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი პირებისთვის საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მიერ ვალების დაფარვის სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვაა.

“ვფიქრობ, ამომრჩევლის მოსყიდვის გარდა, ამ ინიციატივას სხვა პრობლემაც აქვს – უთანასწორო და დისკრიმინაციულია იმ მოქალაქეების მისამართით, რომელთაც, ასევე, შეიძლება ძალიან მძიმე ეკონომიკური პირობები აქვთ, მაგრამ ძალიან პატიოსნად იხდიან თავის ვალს და არ აღმოჩნდნენ ე.წ. შავ სიაში. ეს გადაწყვეტილება გაუგებარ ვითარებას წარმოშობს, როდესაც ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ შეიძლება აიღონ ვალები და არ გადაიხადონ, რადგან რაღაც ეტაპზე სახელმწიფოს ექნება ვალდებულება იმისა, რომ ამ ვალის გასტუმრება თავის თავზე აიღოს. ამიტომ ეს სახელმწიფოებრივადაც დამაზიანებელი ინიციატივაა და არ შეიძლება, რომ არჩევნების გულისთვის ხელისუფლება ყველაფერზე წავიდეს”, – განაცხადა ბენიძემ.

მისი თქმით, გარკვეული პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ოპოზიციასაც ეკისრება, რომლის რიტორიკა გახდა წამახალისებელი საზოგადოებრივი მოლოდინების შექმნისა, რომ სახელმწიფოს აეღო თავის თავზე “შავ სიაში” შესულ ადამიანების პრობლემა.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ფონდ “ქართუს” მიერ თანხების გადახდა ცალსახად კვალიფიცირდება როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა და ოპოზიციურ კანდიდატს ან სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. ამომრჩევლის მოსყიდვაზე სანქცია კი, ბენიძის განმარტებით, კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნაა.

“საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერის ინიციატივით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

“თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ახლა არის საარჩევნო პერიოდი, ფონდი “ქართუ” არის ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები, ხოლო ამ ინიციატივას აჟღერებს მთავრობა, რა თქმა უნდა, იკვეთება ამომრჩველის მოსყიდვის ნიშნები და შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ამ შემთხვევაში, ასეთი ორგანოა პროკურატურა, ვინაიდან 100 ლარზე მეტია სავარაუდო სიკეთე, რასაც ამომრჩევლები მიიღებენ. ეს არის პრობლემური ინიციატივა. ამასთან, ისეთ მასშტაბზე არის საუბარი, რომ შეუძლია, სერიოზული გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზეც. ასეთი რამ წინასაარჩევნოდ არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა ნატროშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 19 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერენ.


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

19.10.2019 'ახალციხის მესხეთმა' სამოყვარულო ფეხბურთში რეგიონის პირველობა მოიპოვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

პრემიერი: 'შავ სიაში' დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ვალების ჩამოწერა მოქრთამვაა
სწრაფი გადახდის აპარატით ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შესაძლებელი გახდა
TI კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს
ადიგენში, N1 უბანზე, ამომრჩეველმა არჩევანი ვერ დააფიქსირა
‘თუ სესხი დაბალ პროცენტში არ გაიცა, ჩამოწერა ვერაფერს შეცვლის’ – შეფასებები პრემიერის ინიციატივაზე