FM97.5 / LIVE

არჩილ თალაკვაძე:‘თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ ენზელს,ჩვენ კიდევ უფრო მეტნი შევგროვდებით’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.11.2018
დღეს, 18 ნოემბერს,საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ღონისძიებაზე, ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და დეპუტატ ენზელ მკოიანს გვერდში დგომას დაჰპირდა.

არჩილ თალაკვაძე:‘თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ ენზელს,ჩვენ კიდევ უფრო მეტნი შევგროვდებით’

ახალქალაქში ენმ–ს ოფისზე თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობას „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ შორის ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და შვილი იღებდნენ, 30 ოქტომბერს, მოხდა.

„მე მსურს, მხარი დავუჭირო ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს ძმებს, თქვენს მიერ არჩეულ დეპუტატებს – ენზელ მკოიანს და იმ ადამიანებს, ვინც სამცხე-ჯავახეთს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში. მაგარი დეპუტატები გყავთ და ეს არის ძალიან ძლიერი კავშირი თქვენსა და ჩვენს შორის. თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ ენზელს, თუ მოვლენ კიდევ უფრო მეტნი და თავს დაესხმებიან, ჩვენ კიდევ უფრო მეტნი შევგროვდებით და პასუხს გავცემთ 28 ნოემბერს. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ! გაუმარჯოს სამცხე-ჯავახეთს!“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ დღეს, 18 ნოემბერს ახალქალაქში გამართულ შეხევდრაზე.

არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში საუკეთესო შედეგებს მიიღებს.

„სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა და იმ იდეამ, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად არის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული არჩევანი. ერთ მხარეს დგანან ადამიანები ნიღბებში, თქვენ გახსოვთ ისინი და მათ მიერ ჩადენილი საქმეები. მეორე მხარეს კი ჩვეულებრივი, მართალი ადამიანები, თქვენი არჩეული ადამიანები. ეს არჩევანი დღეს განაპირობებს ჩვენს მომავალს. მათ სურთ წარსულით შეგვიცვალონ მომავალი, ჩვენ კი გვსურს, ნამდვილი მომავალი გვქონდეს. ამაშია განსხვავება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს,18 ნოემბერს ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტარები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

[sknews.ge]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ოცნების' დეპუტატები ახალქალაქში ენზელ მკოიანის მხადასაჭერად ჩავიდნენ
ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს
არჩილ თალაკვაძე: თქვენთან მოვედი არა იმისთვის, რომ რამე გთხოვოთ, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ [R]
'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში
სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას ხვდება [R]
‘ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემს ავტორიტეტზე’ – ენზელ მკოიანი ახალქალაქში მომხდარზე