FM97.5 / LIVE

106–ის მოლოდინში

მთავარისიახლე, ბლოგები 17.11.2018
მატასის ბლოგი

106–ის მოლოდინში

ახალციხეში, ერთ-ერთ ბანკში ვარ. უამრავი ხალხია. მათი საუბრებიდან გავიგე უმეტესობას არჩვენების ფული ჩაერიცხა.
– თქვენ რამდენი დაგერიცხათ? - მეკითხება ასე 55 წლის ქალი და სანამ ვუპასუხებ, რომ სხვა საქმე მაქვს, მასწრებს და მეუბნება, თვითონ რამდენი დაერიცხა - არ დაუკლიათ, ზუსტადაა, - ამატებს ბოლოს.

– კარგია მეორე ტური, მესმის მამაკაცის ხმა. ყურები დავცქვიტე მაინტერესებს რას იტყვის. მამაკაცი აგრძელებს – ისევ დაგვერიცხება ერთი–ორი კაპიკი.
– არჩევნებით ვერაფერს შევცვლით და ასე მაინც ვნახოთ სარგებელი, – ამბობს ახალგაზრდა გოგო სიცილით.

რიგით 106 ვარ, ტაბლოზე 83 -84-84 ციმციმებს. უნდა დაველოდო. დავდექი. ხალხის საუბარში მალე გავა დრო.

ელზამ რძალი მოიყვანა, არც რძალი მუშაობს და არც ვაჟი. ქათმები გაყიდა დღეს ბაზარში და ფულს შვილს უგზავნის თბილისში - ნაქირავები აქვს ბავშვს სახლი და ხომ უნდა დავეხმარო, - ეუბნება მეორე თმაჭაღა ქალს.

-უნდა დაეხმარო ელზა, აბა ვისთვის გინდა ფული, - დაემოწმა გვერდით მდგომიც.

ახალგზარდა გოგონას, რომელსაც ულამაზესი თმა აქვს ძალაუნებურად ესმის ეს დიალოგი ჩემსავით. გოგონას გაეღიმა და თავი ჩახარა. მე ადგილი შევიცვალე და მოხუცი კაცის გვერდით აღმოვჩნდი, რომელიც სოფელში დადის და კაკალს ყიდულობს, ოღონდ გარჩეული არ უნდა. მეც მკითხა ხომ არ მქონდა გასაყიდი კაკალი.

– რა ნელა მუშაობენ, აგერ ეს კაცი საათია უზით, აქამდე ორ თოკ სარეცხს გავრეცხავდი, - ამბობს ასე 65 წლის ქალი.
- კიდე კარგად მუშაობენ ამ დახუთულ ოთახში, ნახევარი საათია რაც ვდგავარ და ყელი გამომიშრა, - უთხრა მეორემ.

მინის კართან ახალგაზარდა ბიჭები წაგებულ თანხაზე ლაპარაკობენ. ერთს დიდი თანხა წაუგია, დედამ ორი წლის პენსია მისცა, როგორც ჩანს არ ეყო და ახლა მეგობრები ბჭობდნენ როგორ ეშოვათ მისთვის დარჩენილი თანხა.

– მანქანა დაალომბარდე, ეთოს ბეჭედები გაყიდე (ეთო სავარაუდოდ ხელმოცარულის ცოლია) მამაშენს უთხარი მოგცემს, - ჩამოყარეს ბიჭებმა ფულის შოვნის შესაძლო ვარიანტები. ისევ შევიცვალე ადგილი. ისევ არჩევნებზე საუბარს მოვკარი ყური.
ამასობაში, ტაბლოზე 106 აციმციმდა და მოლარის წინ სკამზე დავებერტყე.

[მატასი]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 ‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]

26.06.2019 ახალციხეს 'კინობასი' ეწვევა

26.06.2019 მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

26.06.2019 ახალციხე რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბოლო 16 საათია ფოკაში იწვის 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის 2 სახლი და 4 მანქანა [Photo/Video]
‘პირი და ხელები ‘სკოჩით’ გაუკოჭეს’ – ახალციხეში 78 წლის ქალი გაძარცვეს
არის ერთი ქალი . . .
სოფელ სვირში, ქალი რომელზეც, სავარაუდოდ ძალადობდნენ, გარდაიცვალა
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო
აღარ დარჩეთ სახლებში გოგოებო!