FM97.5 / LIVE

საჯარო სკოლის დირექტორებისთვის სასერთიფიკაციო გამოცდები ჩატარდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 24.07.2013
2013 წლის 25 ივლისიდან საჯარო სკოლის დირექტორებისთვის სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის ონლაინ რეგისტრაცია იწყება, რომელიც 7 აგვისტოს დასრულდება.

საჯარო სკოლის დირექტორებისთვის სასერთიფიკაციო გამოცდები ჩატარდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესს იწყებს, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს.

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია ხვალიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით გადანაწილდებიან. ტესტირება კი ელექტრონული ფორმით ჩატარდება და შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.

გამოცდები, 21-22 აგვისტოს ჩატარდება. მანამდე, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება:
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგი;
ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ;
მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა;
ინსტრუქცია ტესტირებისას კომპიუტერთნ მუშაობის წესების შესახებ;
სანიმუშო ტესტური დავალებები.
გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ, კონკურსანტი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს დააგროვებს, რაც მას საშუალებას მისცემს გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე. სერტიფიცირების ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველს დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა, რომელიც მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს დირექტორების შესარჩევ კონკურსში.
იმ პირებს, რომლთაც 2012 წელს სერტიფიცირების ტესტირების ეტაპი წარმატებით აქვთ გადალახული, საშუალება მიეცემათ, პროცესი გასაუბრების ეტაპიდან გააგრძელონ.

[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება იწყება
საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გადიან
საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გაივლიან
სამცხე-ჯავახეთში დირექტორობის უფლება 23 კანდიდატს აქვს
არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები გამოცდების არათანაბარ პირობებზე საუბრობენ
ახალციხის არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს
მეთერთმეტეკლასელების გამოცდები 17 ივნისს დაიწყება