FM97.5 / LIVE

ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 15.11.2018
აბასთუმანში ივანიშვილის ორკვირიანი სტუმრობის შემდეგ მგფ–მა კურორტის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა, ფონდ „ქართუმ“ კი ექვსი პროექტის განხორციელება დაიწყო. ასევე, გადაწყდა, რომ კურორტზე მანქანები აღარ იმოძრავებენ და ამიტომ აბასთუმანი–ბაღდათის გზის მშენებლობა შეაჩერეს.

ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო
მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი


ადიგენში, აბასთუმანი–ბაღდათის 60 კმ–იანი გზის მშენებლობა, დაახლოებით სამი თვის წინ, მას შემდეგ შეჩერდა, რაც აქ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. პროექტის შეჩერების მიზანი ის არის, რომ სატრანსპორტო გზამ კურორტზე აღარ უნდა გაიაროს. ივანიშვილი ამბობს, რომ გაზაფხულიდან საკუთარი სახსრებით აბასთუმანში ელექტრომობილებს შეიყვანს.

„შესაძლოა შემოვლითი გზა გაკეთდეს ზუსტად არ ვიცი, ველოდებით პროექტს. გამორიცხული არ არის, რომ სხვა ტენდერი გამოცხაადდეს და ჩვენ აღარ გავაგრძელოთ“, – ამბობს ბაღდათი–აბასთუმნის გზის პროექტის მშენებელი კომპანიის „არალის“ დირექტორი დემეტრე თათეშვილი და ამატებს, რომ პროექტის შეჩერებამდე სამუშაოები სამკილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობდა, თუმცა ჯერ ასფალტი დასხმული არ იყო.

ბაღდათი–აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში 60– კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა მოასფალტებულიყო და ამისთვის 60 მილიონი დოლარი იხარჯებოდა. სამუშაოები აქ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო .

„აბასთუმნის განაშენიანების გეგმა კეთდება და იმის დასრულებას ველოდებით. როცა გეგმა გვექნება, მაშინ განვსაზღვრავთ გზა სად და რა მიმართულებით გაივლის“, – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

აბასთუმნის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო: „ჯერ გარკვეულ კვლევებს ვატარებთ. გეგმაზე მუშაობას 2019 წლის გაზაფხულზე დავასრულებთ“.

განაშენიანების გეგმას მუნიციპალური განვითარების ფონდი ადიგენის თვითმმართველობას გადასცემს: „გეგმის მიხედვით განაშენიანების შემთხვევაში, კურორტზე ყველაფერი მოწესრიგდება და ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, რაც აბასთუმანს უფრო მიმზიდველს გახდის“, – ამბობს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი.

თუმცა, ვიდრე განაშენიანების გეგმა დატკიცდება, აბასთუმანში ფონდ „ქართუმ“ ექვსი პროექტის განხორციელება დაიწყო. მათ შორის ერთ–ერთი დასახლებული პუნქტიდან ტუბსაავადმყოფოს მოშორებით გადატანას ისახავს მიზნად. ამისთვის აბასთუმნიდან სამი კილომეტრის მოშორებით „ქართუ“ ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს აშენებს.

„ჩვენ ვაშენებთ აბასთუმანში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსსაც. აქ იმ აბასთუმნელებს შევასახლებთ, რომელბიც ავარიული სახლების გამო საცხოვრებლის გარეშე რჩევიან. კორპუსის მშენებლობას ორ წელში დავასრულებთ“, – გვითხრა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო
მშენებარე პოლიკლინიკა


ფონდი „ქართუ“ აშენებს აბასთუმნის ცენტრში ძველი პოლიკლინიკის ადგილზე ახალ შენობასაც: „ასევე, ვაწყობთ მამათა მონასწტრის ეზოს. ამის პარალელურად მიმდინარეობს რომანოვების სასახლის იმ ნაწილის რესტავრაცია, სადაც ახლა დედათა მონასტერია განთავსებული“.

ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, რომ კურორტზე მოეწყობა სტადიონიც, თუმცა ჯერ ამისთვის ადგილი შერჩეული არ არის: „ექვსივე პროექტისთვის ჯამში ოთხ მილიონამდე ლარი იხარჯება“.

ამ ყველაფრის პარალელურად აბასთუმანში, სანატორიუმ „ცისარტყელას“ ადგილზე, აქტიურად მიმდინარეობს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა. სასტუმროს პანამაში რეგისტრირებული ოფშორული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL აშენებს. ეს კომპანია კი ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

ვიდრე იგი ოჯახით, აგვისტოში, კურორტზე დასასვენებლად ჩამოვიდოდა, აქ უკვე დაწყებული იყო 18 ისტორიული სახლის და ობსერვატორიის რეაბილიტაცია.

უახლოეს დღეებში აბასთუმანში სასმელი წყლის სისტემის შეცვლასაც დაიწყებენ. ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის ხელშეკრულებას 4 658 902 ლარზე ამზადებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ივანიშვილს აბასთუმანში დიდი გეგმები აქვს: „აქ რომ იყო დაგვპირდა, რომ ბევრ რამეს გააკეთებს, თუმცა ასე გვპირდებოდა სააკაშვილიც და აღარ დასცალდა. შეიძლება ცოტახანში ივანიშვილი აღარც იყოს ხელისუფლებაში. მაგრამ ხალხი მაინც ასე ვართ, რასაც გვეტყვიან გვჯერა და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში  მიმდინარე პროექტები [Video]
აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს  აშენებს
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით
აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს
ვისთვის შენდება აბასთუმანში სამსართულიანი კორპუსი
აბასთუმნის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა