FM97.5 / LIVE

400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.11.2018
ასპინძაში ტერასებზე აღდგენილი მესხური ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი, ოთხი საუკუნის შემდეგ ისევ ღვინდება. დუღილის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, ექვს თვეში კი ქართულ მეღვინეობას ტერასების წითელი „თამარის ვაზი“ და თეთრი „მესხური ჩიტისთვალა“ დაუბრუნდება.

400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

„ეს არის პირველი მოწეული ყურძენი ჩვენი ტერასებიდან. გვაქვს სამი ქვევრი, რომელიც წელს ჩავდგით. წლევანდელი მოსავალი იყო ნიშანი იმისა, თუ როგორი ღვინო გამოვიდოდა ორი წლის შემდეგ. გაისად უფრო მეტი ქვევრი და ღვინო გვექნება. თეთრ ღვინოში ალპური მცენარეების სუნი და თაფლის გემო იგრძნობა“, – ამბობს მეღვინე გიორგი ნათენაძე, რომელიც მომალ წელს ტერასებზე მესხური ოდის და მესხური მარნის აშენებას გეგმავს, მოეწყობა მცირე სამზარეულოც, სადაც სტუმრები მესხურ კერძებს დააგემოვნებენ.

ღვინის ფერმენტაცია, ანუ დუღილის პროცესი უკვე დასრულდა და ახლა დაწმენდის პროცესშია, ექვსი თვის შემდეგ კი ბოთლებში ჩამოასხამენ და დააწერენ, რომ 400 წლის შემდეგ ეს არის პირველი რთველისგან მიღებული ღვინო.

2018 წელს ხიზაბავრის ტერასებზე ჯამურად ორ ტონაზე მეტი „ხიხვის“, „ჩიტისთვალას“, „მესხური მწვანის“, „ჩიტისკვერცხას“ და „თამარის ვაზის“ ჯიშის ყურძნის მოსავალი მოვიდა. ტერასების წლევანდელი მოსავლით ორი სახეობის ღვინოს, წითელი „თამარის ვაზს“ და თეთრ „მესხური ჩიტისთვალას“ აყენებენ.

400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

„თამარის ვაზი“ წითელი ყურძენია, რომელშიც შაქრის შემცველობა 15–18% არ აღემატება, თუმცა მესხურ ტერასებზე მოწეული ყურძნის შაქრიანობამ 22–25% მიაღწია.

„თამარის ვაზისგან“ მსუბუქ, მცირე ტანინებიან და მდიდარი არომატების მქონე წითელ ღვინოს ვიღებთ. ჩვენს რეგიონში სიცივის გამო ყურძენი მაქსიმალურ შაქრიანობის მიღებას ვერ ასწრებს, თუმცა ტერასები გვაძლევს საშუალებას, რომ მივიღოთ მეტი სიმწიფე. ქვა, რომელიც დღისით ცხელდება, ღამითაც თბილია და შესაბამისად ყურძენი უკეთ მწიფდება“, – ამბობს მეღვინე გიორგი ნათენაძე.

„ჩიტისთვალას“, „მესხური მწვანესა“ და „ჩიტისკვერცხას“ ვაზის ჯიშებით მიღებული თეთრი ღვინო კი მთის მცენარეების ტონით და თაფლის სურნელით ხასიათდება.

„აღდგენილი ჯიშებით ღვინის დაყენებისას, არ ვიცით ჭაჭა უნდა დარჩეს თუ არა, ეს ტრადიცია დაიკარგა, ამიტომ გვიწევს ექსპერიმენტების ჩატარება და დაკვირვება, თუ როგორი გამოვა როგორც ჭაჭის დიდხანს გაჩერებით, ისე მის გარეშე“, – ამბობს ნათენაძე.

ასპინძაში გაშენებულ მესხურ ტერასებზე ახლა ვაზი მთლიანად იფუთება, რადგან მინუს 16 გრადუს ყინვაზე ვენახი გაიყინება და აღარ მოისხამს. განსაკუთრებული სამუშაოები სჭირდება ღვინოს დუღილის შეწყვეტის შემდეგაც. მეღვინეები ქვევრში გოგირდს ახრჩოლებენ, რომ შიგნით ჟანგბადი აღარ დარჩეს. ამის შემდეგ კი თიხით და სპეციალური მინით ლუქავენ.

„საქართველოს და თურქეთის მასშტაბით მომიწია მომეძიებინა მესხური ვაზის ჯიშები. ჯამში 24 მესხური ჯიში გვაქვს, რომელიც უკვე გაშენებულია. ასევე აღმოჩენილია 40–მდე უძველესი ჯიში, რომლის კვლევაც გრძელდება და მალე გაცოცხლდება. მე–16 საუკუნის ისტორიული წყაროების ცნობით, მესხეთში სამასზე მეტი ადგილობრივი მესხური ვაზის ჯიში არსებობდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მეცნიერებთან ერთად კიდევ არაერთ მესხურ ვაზს დავაბრუნებთ“, – ამბობს ნათენაძე.

400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

[ავთო ინასარიძე, ასპინძა]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხურ ტერასებზე ვაზის დარგვა იწყება
მესხურ ტერასებზე N6 საჯარო სკოლის  და TBC ბანკის თანამშრომლებმა ვაზი დარგეს
ავანგარდი: 'მესხური ვაზი ყველა ოჯახში უნდა დაბრუნდეს' - გიორგი ნათენაძე

მესხურ ტერასებზე პირველი ვაზი პრემიერმა დარგო
პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]
მესხურ ტერასებზე წელს პირველი ვენახი გაშენდება
მესხური ღვინო ტოკიოს ღვინის ფესტივალზე