FM97.5 / LIVE

2018 წელს ასპინძაში კულტურული ღონისძიებებისთვის 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.11.2018
2018 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ 12 კულტურული ღონისძიება გამართა და ამისთვის 20 524 ლარი გაწერა.

2018 წელს ასპინძაში კულტურული ღონისძიებებისთვის 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯა

ყველაზე მეტი, 18 650 ლარი ასპინძის მერიამ სექტემბერში გამართულ სახალხო დღესასწაულზე „შოთაობაზე“ დახარჯა.

გაზაფხულზე, სამი და რვა მარტის ქალთა ღონისძიებებისთვის მერიამ 699 ლარით ყავილები და ქალებისთვის საჩუქრები შეიძინა.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებისთვის 40 ლარით მერიამ სცენის გასაფორმებელი აქსესუარები შეიძინა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე 300 ლარი რეზინის ბურთების შესაძენად გამოიყო.

„ფუძეობა 2018-ში“ მონაწილე ფოლკლორული ჯგუფების დაბა ბაკურიანში ტრანსპორტირებისთვის კი 150 ლარი გაიწერა.

სოფელ დამალაში „ცოტნეობის“ აღსანიშნავად მერიამ სასმელი წყალი, ასევე, ღონისძიების გასაფორმებლად სანთლებისა და ფრანების შესაძენად 215 ლარად გადაიხადა.

წლის განმავლობაში მერიამ ყვავილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებისთვის ჯამში 470 ლარი დახარჯა.

გასულ, 2017 წელს, ასევე ყვავილების შესაძენად მერიამ 790 ლარი გამოყო. შარშან, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების გაფორმებისათვის კი 80 ლარი გაწერა.

2017 წლის ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღისთვის ასპინძაში 300 ლარი, ხოლო „ცოტნეობის“ დღესასწაულისთვის 20 ლარი დაიხარჯა.

შარშან „შოთაობის“ სახალხო დღესასწაულისთვის მერიამ 1 000 ლარი გამოყო. ეს თანა გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულს გადაეცა.

მიმდინარე წლისგან განსხვავებით, 2017 წელს ასპინძის მერიამ ყველაზე მეტი თანხა 49 500 ლარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფოლკლორული ღონისძიების ორგანიზებისთვის დახარჯა. საახალწლო საზეიმო კონცერტის ფოიერვერკისათვის კი 4 065 ლარი გაწერა.

რა თანხა დაიხარჯება მიმდინარე წელს ასპინძაში საახალწლო ღონისძიებებისთვის ეს ჯერ უცნობია.

ორი წლის განმავლობაში კი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურული ღნისძიებისათვის ბიუჯეტიდან 76 279 ლარი დახარჯა.

[თორნიკე ზაზაძე, ასპინძა]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 'ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა' - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო]

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

'შოთაობის' დღესასწაულისთვის ასპინძის გამგეობამ 29 000 ლარი დახარჯა
ორ წელში ასპინძის მერიამ სტუმრების ვახშმისთვის 11 000–მდე ლარი დახარჯა
ადიგენის მერიამ 2018 წელს სტუმრების კვებისთვის 16 000 ლარზე მეტი დახარჯა
რა გადაიხადეს ბიუჯეტიდან ახალციხეში მოწვეული მომღერლებისთვის – მერიამ საჯარო ინფორმაცია არ გასცა
ადიგენში რვა კულტურული ღონისძიებისთვის 20 000–მდე ლარი დაიხარჯა
ბორჯომის მერიამ რესტორნებსა და ექსკურსიებში ორ წელში 87 212 ლარი დახარჯა
2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებში 11 535 ლარი გადარიცხა