FM97.5 / LIVE

ორ წელში ასპინძის მერიამ სტუმრების ვახშმისთვის 11 000–მდე ლარი დახარჯა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.11.2018
2017 და 2018 წლებში ასპინძის ადგილობრივ ბიუჯეტში წარმომადგენლობითი ხარჯისთვის გაწერილი 10 994 ლარი იყო. ამ თანხიდან 5 000 ლარი შარშან, ერთი ღონისძიების შემდეგ გაშლილი სუფრისთვის დაიხარჯა, დანარჩენი თანხით კი მერია სტუმრებს რესტორნებში წელს გაუმასპინძლდა.

ორ წელში ასპინძის მერიამ სტუმრების ვახშმისთვის 11 000–მდე ლარი დახარჯა

ასპინძის ადგილბორივ ბიუჯეტში წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2017 წელს 5 000, მიმდინერე წელს კი ამავე მუხლში 5 994 ლარი იყო გათვალისწინებული.

შარშან წარმომადგენლობითი ხარჯიდან მთლიანი თანხა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალზე მიწვეული სტუმრების გასამასპინძლებლად დაიხარჯა. 5 000 ლარი მერიამ შპს „ვარძიას“ ჩაურიცხა.

2018 წელს წარმომადგენლობითი ხარჯიდან ორ დღეში, 20 და 21 ივნისს 2 570 ლარი დაიხარჯა. ეს თანხა სამცხე–ჯავახეთის გუბერნიის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ასპინძაში მყოფი სტუდენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გამასპინძებისთვის გამოიყო. 20 ივნისს მათი სადილისთვის 1 160 ლარი ასპინძის შესასვლელში მდებარე რესტორან „ჩიკოში“ გადაირიცხა და ხელშეკრულება მის წარმომადგენელთან მამუკა ბერიძესთან გაფორმდა. ასევე, 20 და 21 ივნისს, ამავე სტუმრების ვახშმისთვის მერიამ 1 409 ლარი ამჯერად ვარძიაში მდებარე სასადილოში გადაიხადა და შესაბამისი ხელშეკრულებაც მის წარმომადგენელთან კონსტანტინე ბუცხრიკიძესთან გააფრომა.

ექვს სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტუქტურული პროექტების დათვალიერებისა და ტურისტული პოტენციალის შესწავლის მიზნით სტუმრების გამასპინძლებისათვის 361 ლარი დაიხარჯა, ამ შემთხვევაშიც მუნიციპალიტეტმა თანხა ინდივიდუალურ მეწარმესთან კონსტანტინე ბუცხრიკიძეს გადარიცხა.

ასპინძის მერიამ ვახშამზე სტუმრები რესტორან „ჩიკოში“ შოთაობის სახლახო დღესასწაულის შემდეგაც მიიწვია. ხუთ ოქტომბერს ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 063 ლარი გაიწერა.

[თორნიკე ზაზაძე, ასპინძა]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბიუჯეტიდან 2018 წელს სტუმრების მასპინძლობისთვის 8 000–მდე ლარი გაიწერა
ადიგენის მერიამ 2018 წელს სტუმრების კვებისთვის 16 000 ლარზე მეტი დახარჯა
2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებში 11 535 ლარი გადარიცხა
'შოთაობის' დღესასწაულისთვის ასპინძის გამგეობამ 29 000 ლარი დახარჯა
რამდენი  დაიხარჯა  7 თვეში პრემიების  და სტუმრების გამასპინძლებისთვის სამცხე–ჯავახეთში
2018 წელს ასპინძაში კულტურული ღონისძიებებისთვის 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯა
რა დახარჯა ახალციხის საკრებულომ ოფიციალური სადილებისთვის