FM97.5 / LIVE

‘გულშემატკივრების მხარდაჭერამ გამამარჯვებინა’ – მიშა მესხი გერმანიიდან IFC–ის ქამრით დაბრუნდა [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.11.2018
ახალციხელმა MMA-ს მებრძოლმა გერმანიის ქალაქ ვიტლიხში ბრძოლისთვის თვენახევარში 19 კილოგრამი დაიკლო, ბრძოლამდე კი ყოველდღიურად ოთხსაათნახევარი ვარჯიშობდა.

‘გულშემატკივრების მხარდაჭერამ გამამარჯვებინა’ – მიშა მესხი გერმანიიდან IFC–ის ქამრით დაბრუნდა [Video]

„პირველ რიგში ვფიქრობდი, რომ ჩემი ქვეყანა მესახელებინა. ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობდა და ამ ადამიანების დაღალატება არ გამოდიოდა. თამაშზე გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც მოვიდნენ და გვამხნევებდნენ. როცა საკუთრი ქვეყნის დროშას აფრიალებ, ეს ყველაზე დიდი ადრენალინია“, – ამბობს მიშა მესხი.

MMA-ს მებრძოლი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში პირველი ადგილის მფლობელი არაერთხელ გამხდარა. იგი კარატეში ხუთგზის საქართველოს ჩემპიონია, პირველი ადგილი მოიპოვა რაბათში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე და პირველი ადგილი აიღო სომხეთში, როგორც ხელჩართულ, ისე შერეულ ორთაბრძოლებში. მიუხედავად ამისა, მესხი ამბობს, რომ გერმანიაში საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მისი საუკეთესო შედეგია: „ვიტლიხში გამარჯვებით ახალ სიმაღლეზე ავედი, ჩემს კარიერაში ეს საუკეთესო მომენტია და სამომავლოდ უფრო ძლიერი მეტოქეები მეყოლება“.

28 წლის სპორტსმენი გერმანიაში გამგზავრებამდე თითქმის ორი თვე ინტენსიურად ვარჯიშობდა. საერთაშორისო ტურნირზე საბრძოლველად მან წონაში 19 კილოგრამიც დაიკლო. ყოველდღიურად სამსაათნახევარს, ბრძოლამდე 10–15 დღით ადრე კი ოთხსაათნახევარს ვარჯიშობდა. 10 ნოემბერს მიშა მესხმა ჯერ გერმანელი, შემდეგ კი უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა და ქამრის მფლობელი გახდა: „წინასწარ მეტოქე შესწავლილი არ მყავდა, უფრო სუსტი მეგონა და ბრძოლისას როგორც აღმოჩნდა გაცილებით ძლიერი ყოფილა. საბედნიეროდ უპირატესობა მე მოვიპოვე“.

‘გულშემატკივრების მხარდაჭერამ გამამარჯვებინა’ – მიშა მესხი გერმანიიდან IFC–ის ქამრით დაბრუნდა [Video]2014 წელს მიშა მესხმა მეგობრებთან ერთად უნივერსალური ორთაბრძოლების კლუბი „13 LEGION“ დაარსა. ახალციხელმა მებრძოლმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება კლუბის დამსახურებაა. სამშობლოში ქამრით დაბრუნებული უკვე განაგრძობს თავის ჩვეულ საქმიანობას და კლუბ „13 ლეგიონის“ მთავარი მწვრთნელის რანგში, 60–მდე ახალციხელ მოსწავლეს, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს და ასევე გოგონების გუნდს წვრთნის: „ბავშვებს ვავარჯიშებ, მინდა რომ ისინი ქუჩას მოწყდნენ და სპორტში ჩაერთონ. მალე შიდა ჩემპიონატები მოვა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ჩვენი კლუბის ათამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას“.

MMA-ს მებრძოლი ამბობს, რომ ვიტლიხში მისი გამარჯვება კლუბ „13 ლეგიონისთვისაც“ დიდი წარმატებაა: „ამიერიდანგზა არის გახსნილი და ძალიან ბევრი „13 ლეგიონერი“ სამომავლოდ გერმანიაში იქნება მიწვეული“.

შეკითხვაზე, თუ რა უძღვოდა წინ მის ამ წარმატებას, მესხი გვპასუხობს: „წარმატება პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენაში მდგომარეობს, პირველ რიგში ადამიანს თავის თავის დამარცხება უწევს, იმდენად რთული ვარჯიშები გიწევს, რომ თუ საკუთარ თავს არ დაამარცხებ და ვარჯიშებზე ბოლომდე არ დაიხარჯები, წარმატებას ვერ მიაღწევ“.



გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე მიშა მესხთან ერთად „13 ლეგიონის“ მებრძოლები, იოსებ ტაბეშაძე და ჰამლეტ მარკოსიანიც მონაწილეობდნენ. მათ მესამე ადგილი დაიკავეს და აპრილში კი ამ ტურნირში მონაწილეობას ისევ მიიღებენ.

„13 ლეგიონელები“ დიდ იმედს ამყარებენ მათ კიდევ ერთ მებრძოლ, ამირან გოგოლაძეზე, რომელიც ინგუშეთში M1–ის საერთაშორისო ბრძოლაში, ფინელ მეტოქეს დაუპირისპირდება.

მიშა მესხი ახლა უკვე როგორც IFC–ის ქამრის მფლობელი, მატჩ–რევანშისთვის ემზადება, ორთაბრძოლა ფინალში მასთან დამარცხებულ ანატოლი აჯამიანის მოთხოვნით აპრილში, ისევ გერმანიაში გაიმართება.

‘გულშემატკივრების მხარდაჭერამ გამამარჯვებინა’ – მიშა მესხი გერმანიიდან IFC–ის ქამრით დაბრუნდა [Video]

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.07.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

08.07.2020 ადიგენსა და ახალციხეში მინდვრები კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა

08.07.2020 საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის

08.07.2020 მცენარეული ნარჩენის დაწვის შემთხვევაში 1 000 ლარამდე დაჯარიმდებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი სპორტსმენი მიშა მესხი IFC–ის ქამრის მფლობელი გახდა
მე–13 LEGION-ის სპორტსმენი IFC–ის ქამრის მფლობელი გახდა
ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ  ფინელი სპორტსმენი დაამარცხა [video]
„13 LEGION”-მა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
'13 ლეგიონის' მებრძოლების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე
ახალციხელი სპორტსმენის, ამირან გოგოლაძის წარმატება ინგუშეთში
'13 ლეგიონის' სპორტსმენი გერმანიაში იბრძოლებს