FM97.5 / LIVE

‘გათავისუფლების ბრძანებებზე მოგვაწერინეს ხელი’ – ვალეში ბაღის თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 14.11.2018
ახალციხეში, ვალის საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებებზე მოაწერინეს ხელი, ასევე, არჩევნებზე მისვლა და 48 ნომრის შემოხაზვა მოსთხოვეს.

‘გათავისუფლების ბრძანებებზე მოგვაწერინეს ხელი’ – ვალეში ბაღის თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობენ

ვალის პირველი საბავშვო ბაღის ერთ–ერთი თანამშრომელი „სამხრეთის კარიბჭეს“ უყვება, რომ ბაღის მენეჯერმა ქეთევან ლაფაჩმა სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებს ხელი გათავისუფლების ბრძანებაზე მოაწერინა.

„უკვე გამზადებული განცხადებები იყო ყველას სახელზე და მხოლოდ ხელი უნდა მოგვეწერა. თანამშრომლების ნაწილისთვის ეს გაუგებარი იყო, ამიტომ უარი თქვეს ხელმოწერაზე, თუმცა მენეჯერმა გაერთიანების დირექტორს დაურეკა, ამოიყვანა და მაინც მოაწერინა ხელი ყველას“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ ბაღების თანამშრომლებს ბიულეტენში მთავრობის მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვაც მოსთხოვეს – „ზიგზაგის ფორმით მოხაზეთ 48, რომ დავრწმუნდეთ ყველამ სალომეს მიეცით ხმაო“.

ვალეს საბავშვო ბაღში დასაქმებული 34 თანამშრომელია და მათ ხელშეკრულებებს ვადა დეკემბრის ბოლოს გასდის. თანამშრომლების თქმით, კი მათ ხელი გათავისუფლების შესახებ ბრძანებებზე ცხრა ნოემბერს მოაწერინეს.

„ყველას დეკემბრის ბოლოს გვიმთავრდება ხელშეკრულებები და წინასწარ მოგვაწერინეს ხელი გათავისუფლებაზე, რომ ახალი გაგვიფორმონ, ადრე ასე არ ყოფილა, მაგრამ ახლა ალბათ ასეა საჭირო“, – ამბობს ერთ–ერთი თანამშრომელი და ამატებს, რომ ამას „ალბათ არჩევნებთან კავშირი არ აქვს“.

„სამხრეთის კარიბჭე“ ბაღის ათზე მეტ თანამშრომელს ესაუბრა, თუმცა, მომხდარზე ღიად საუბარი არცერთმა მათგანმა ისურვა. ცხრა ნოემბერს დოკუმენტს ხელი რომ მოაწერეს, ამას ყველა ადასტურებს, თუმცა, ნაწილი ამბობს, რომ რაზე აწერდა ხელს არ იცის: „ხელს ყველა აწერდა, ავდექი და მეც მოვაწერე, არაფერი მიკითხავს, არავისთვის არც არაფერი უთქვამთ“.

ნაწილი კი ამბობს, რომ დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამოქმედებულ ცვლილებებს ეხებოდა: „მაგალითად აღმზრდელებსა და თანაშემწეებს სახელები ეცვლებათ, კიდევ იქ რაღაცა შიდა ცვლილებებია. რომ გავეცანით ყველაფერს ეს ხელმოწერით უნდა დაგვედასტურებინა“, – ამბობს „სამხრეთის კირიბჭესთან“ საბავშვო ბაღში ერთ–ერთი აღმზრდელის თანაშემწე.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებზე ხელმოწერას კატეგორიულად უარყოფს ვალეს პირველი საბავშვო ბაღის მენეჯერი ქეთევან ლაფაჩი: „ცვლილებებია და ჩვენს თანამშრომლებს ამის შესახებ უნდა სცოდნოდათ. დოკუმენტებს, რომ გაეცნენ და მიიღეს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ამის დასტურად ხელიც მოაწერეს. სხვა არაფერი ყოფილა“.

შეკითხვაზე, რატომ გახდა ბაღში დოკუმენტებზე ხელის მოწერისთვის ახალციხის სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მარინა მერაბიშვილის მისვლა აუცილებელი, ლაფაჩი გვპასუხობს: „თანამშრომლებმა რაღაცეები კარგად ვერ გაიგეს, მე გასაგებად ვერ ავუხსენი და მარინა მერაბიშვილს დავურეკეთ, რომ ამოსულიყო“.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებზე ხელმოწერას, და ასევე, არჩევნებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს მარინა მერაბიშვილიც. ისევე როგორც ლაფაჩი, მერაბიშვილიც შიდა ცვლილებებზე საუბრობს: „გათავისუფლების ბრძანებები არ არის, ეს იყო გაფრთხილება,ახალი რეგულაციები შემოდის, ორგანიზაციული საკითხებია და ყველა უნდა ჩაგვეყენებინა საქმის კურსში, რომ გაეცვნენ მოაწერეს ხელი. როცა ჩვენამდე მოვიდა ეს ცვლილებები მაშინ გავაცანით თანამშრომლებს“.

ჩვენს თხოვნაზე, ეჩვენებინათ ცვლილებების შესახებ დოკუმენტი, რომელსაც თან დართული აქვს ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელმოწერები, მერაბიშვილმა უარი გვითხრა: „რატომ უნდა განახოთ?! გამოითხოვეთ წერილობით და მიიღებთ“.

„სამხრეთის კარიბჭემ“ იმ დოკუმენტის ასლი, რომელსაც თან ერთვის საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელმოწერები, ახალციხის მერიიდან წერილობით უკვე გამოითხოვა.

„თუ ნამდვილად ცვლილებების შესახებ დოკუმენტია, ამას არ სჭირდება დრო მოკვლევისათვის, ეს არის საჯარო დოკუმენტი და წერილობით გამოთხოვის გარეშეც, ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“,– ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთევან ბებიაშვილი.

მისი თქმით, „ეს ყველაფერი დიდ ეჭვებს ბადებს, რომ აქ ადგილი აქვს ამომრჩეველზე ზეწოლას და შრომით ურთიერთობებში შეტანილი ცვლილებები არაფერ შუაშია“.

ბებიაშვილის განცხადებით, თუ საქმე არ ეხება საორგანიზაციო ცვლილებებს და თანამშრომელთა მოსალოდნელ გათავისუფლებას, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ კანონში ცვლილებების გაცნობის გამო თანამშრომლებს ხელმოწერები დააფიქსირებინონ: „კარგად უნდა დადგინდეს, რა ცვლილებებზეა საუბარი. საინტერესოა, რატომ დადგა ახლა ამის აუცილებლობა. არ შეიძლება ამდენმა ადამიანმა განსხვავებული მოსაზრება თქვას, იმასთან დაკავშირებით თუ რაზე მოაწერეს ხელი. აქ შესაძლოა ადგილი ჰქოდნეს, ამომრჩეველზე ზეწოლას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ამიტომ ამისი მოკვლევა პროკურატურამ და უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა დაიწყოს“.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ვალის სამი საარჩევნო უბნიდან მმართველი გუნდის კანდიდატმა ერთი, N9 უბანი, წააგო. აქ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილზე 42 ხმით მეტი მიიღო. დანარჩენ ორ , N10 და N33, უბანზე კი მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მერიიდან დოკუმენტი, რომელზეც ვალეს ბაღში თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, ვერ მივიღეთ
გაფრთხილება გათავისუფლებაზე – რაზე მოაწერინეს ვალის ბაღის თანამშრომლებს არჩევნებამდე ხელი
შსს: ვალეს ბაღის თანამშრომლებზე ზეწოლა არ დასტურდება
წინასაარჩევნოდ ახალციხის ბაღებში დაანონსებული რეორგანიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა
აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენ
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა
აგარის ბაღის თანამშრომლებს არ უთხრეს ვინ რჩება და ვინ ტოვებს სამსახურს