FM97.5 / LIVE

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.11.2018
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, სამი კილომეტრის მოშორებით გადააქვთ. კურორტის შესასვლელში 100 საწოლზე გათვლილი ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ

2019 წლის გაზაფხულიდან აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულები მკურნალობას ახალ შენობაში გააგრძელებენ. აქ ასევე, მკურნალობას შეძლებენ პაციენტები, რომლებსაც ფილტვის სხვადასხვა დაავადება აქვთ.

„ჯერ ზუსტად განსაზღვრული არ არის რას როგორ გააკეთებენ, თუმცა, ის ვიცით, რომ ახალი ცენტრი უფრო მრავალპროფილური იქნება. აბასთუმნის ჰავა და კლიმატი, კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი“, – ამბობს ტუბსაავადმყოფოს დირექტორი რევაზ ჟღენტი.

ახალი საავადმყოფი 100 პაციენტზე იქნება გათვილი, ამჟამად მოქმედ ტუბსაავადმყოფოში კი 120 საწოლია გაშლილი. თუმცა, როგორც ჟღენტი ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ტუბერკულოზით დაავადებულთა მიმართვიანობა შემცირებულია. ამ წუთში ტუბსაავადმყოფოში მკურნალობას 50 პაცინეტი გადის, მათ შორის 28 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 18–ის მძიმეა, ოთხი კი მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

„ტუბერკოლოზის მთავარი ცენტრი თბილისშია. ყველაზე მძიმე პაციენტები ახლაც იქ იმკურნალებენ და ალბათ მერეც ასე იქნება. თუმცა, როგორც მოგვიწევს მუშაობა ჯერ ზუსტად არ ვიცით“, – ამბობს ჟღენტი.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთაბასთუმნის შესასვლელში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო. სამსართულიანი კორპუსი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება. როგორც ადიგენის მერიაში ამბობენ, მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი არ გამოცხადებულა. ობიექტზე განთავსებულ აბრაზე ვკითხულობთ, რომ დამკვეთი შპს „პოზიტივია“. აქ სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი კომპანია შპს „არალი“ ახორციელებს.

რა ჯდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა უცნობია. ფონდ „ქართუდან“ „სამხრეთის კარიბჭე“ პასუხს ამ დრომდე ელოდება. „პოზიტივის“ წარმომადგენლებთან დაკავშირება კი ვერ შევძელით. აღნიშნული კომპანიის დირექტორი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მალხაზ ჯეირანაშვილია, 100–პროცენტიანი წილის მფლობელი კი გარი ხოსიტაშვილი. ხოსიტაშვილი ამავე ამონაწერის მიხედვით რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს.

ობიექტზე გამოტანილი აბრის მიხედვით, აქ სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის მაისში უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ, ამ დროიდან დატოვებს სანატორიუმ „ზეკარის“ შენობას აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოც. „ზეკარი“ 1924 წელს აშენდა, ტუბსაავადმყოფო კი აქ 12 წელია ფუნქციონირებს.

კურორტ აბასთუმნის ისტორია მე–19 საუკუნის ბოლოს რუსეთის დიდი მთავრის გიორგი რომანოვის ჩამოსვლას უკავშირდება. მაშინ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა. საგანგებოდ უფლისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი ფუნქციონირებდა.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია
როდის დაიწყებს აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას
აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება
‘დაავადებისგან თითქმის განკურნებულები იყვნენ’– ტუბის დირექტორი სახლში გაშვებულ პაციენტებზე
‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ საქმიანობის დასაწყებად ლიცენზიას ელოდება
აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე