FM97.5 / LIVE

არასრულწლოვანი გოგონები 37 წლის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, სამართალი 11.11.2018
ახალციხეში მცხოვრები 13–14 წლის გოგონები, მათ მეზობლად მცხოვრებ შუა ხნის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. ერთ–ერთი გოგონას დედამ მას პოლიციაში უჩივლა. 37 წლის კაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცველებმა დააკავეს.

არასრულწლოვანი გოგონები 37 წლის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ
ბრალდებული ახალციხეში, დაახლოებით რვა თვეა სასტუმროში ცხოვრობს და ერთ–ერთ კვების ობიექტზე მუშაობს.

საქმის მასალების მიხედვით, სასტუმროს მეზობლად მცხოვრები ხუთამდე მოზარდი ამბობს, რომ 37 წლის კაცი მათთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა:“სასქესო ორგანოზე ეკიდა ხელი და ცდილობდა მოგვახლოვებოდა“.

მოზარდებმა და მშობლებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვეს და გვითხრეს, რომ პოლიციასთან ამ ყველაფრის შესახებ უკვე ისაუბრეს.

„ორი დღის წინ, ჩემი ბიძაშვილი მეგობრებთან ერთად იყო და ამ კაცს შეუშინებია. სახლში ტირილით მოვიდა. მე ვერ მოგიყვებით რა მოხდა“,–ამბობს ერთ–ერთი გოგონას ბიძაშვილი, რომელიც ამავე ქუჩაზე ცხოვრობს.

როგორც, ამავე ქუჩაზე მცხოვრები შუახნის კაცი გვიყვება, მას არაერთხელ შეუნიშნავს, როდესაც 37 წლის კაცი გოგონებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა:“უკან დაყვებოდა ბავშვებს, უყურებდა და ცინიკურად იცინოდა. გუშინ აქ სასტუმროსთან პოლიცია დავინახეთ და როგორც გავიგეთ დაუჭერიათ“.

ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 37 წლის კაცი გუშინ,10 ნოემბერს დააკავეს. როგორც, მისი ადვოკატი ამბობს, ბრალს დღეს, 11 ნოემებერს წაუყენებენ.

აღკვეთის ღონისძიებაზე კი ახალციხის რაიონული სასამართლო, ხვალ 12 ნოემბერს იმსჯელებს. დაკავებულს ბრალი სსკ–ს 141 მუხლით ედება, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
სასამართლოში გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცის საქმის განხილვა იწყება
გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალციხეში შუახნის კაცი დააკავეს
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულთან, შესაძლოა, საპროცესო გაფორმდეს
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ახალციხეში ტოტალიზატორში 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა
ახალციხის პოლიციაში დანით შეიარაღებული კაცი შევარდა