FM97.5 / LIVE

აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.11.2018
სოფელ აწყურთან, ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან დღეს,11 ნოემბერს გაეწერა. დღესვე, ამავე საავადმყოფოდან კიდევ ორი დაშავებული კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

აწყურთან ავარიისას დაშავებული  ორი  პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა
როგორც, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ერთი დაშავებული რჩება, რომელსაც ფეხზე აქვს დაზიანებები და მკურნალობას საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 10 ნოემბერს მოხდა. ახალციხიდან თბილისი მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ახალქალაქიდან რუსეთში მიჰყავდა, „შკოდას“ მარკის მანქანას მოსახვევში შეეჯახა. შემთხვევის შედაგად 10 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დაშავებულებიდან ორი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „იმედში“, რვა კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

გუშინ, 10 ნოემბერს გვიან ღამით, მდგომარეობის სიმძიმის გამო ორივე პაციენტი თბილისში გადაიყვანეს კლინიკა „იმედიდან“. ხოლო, რეფერალური ჰოსპიტალიდან გუშინ და დღეს დედაქალაქის საავადმყოფოებში გადაყვანა ხუთ დაშავებულს დასჭირდა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურთან ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს
აწყურთან ავარიას შსს–ს თანამშრომელი ემსხვერპლა
აწყურთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
აწყურთან ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ასპინძაში ავარიისას დაშავებული კაცი თბილისში გადაიყვანეს
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა