FM97.5 / LIVE

პასიური აქტიურობა

მთავარისიახლე, ბლოგები 11.11.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან

პასიური აქტიურობა
არჩევნები – ენტრუთიუნ – ჯავახეთში ზოგისთვის დიდი დატვირთვის მქონე პოლიტიკური მოვლენაა, ზოგისთვის უბრალოდ – მოვალეობა. თუმცა არაერთხელ დადასტურდა, რომ აქედან წამოსულ ხმებს ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის როგორც გამარჯვებაზე, ისე მარცხზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ზოგჯერ მთელი ხმით ვყვირით, მაგრამ არავინ გვისმენს, ზოგჯერ კი ჩვენი უხმო ხმა ტყვიასავით გაისვრის და ძლევამოსილ მთავრობებს ბრძოლის ველზე მიაწვენს, დაასამარებს ტირანებს პოლიტიკურ სასაფლაოზე, შეცვლის ხვალინდელ დღეს... ან დაგვტოვებს უძრაობის ხანაში.
ეს ჩვენი საარჩევნო ხმაა – დემოკრატიული განვითარებისა და ცხოვრების ტემპის მართვის ინსტრუმენტი, ხმა– შურისძიება, ხმა – მადლიერება, ხმა – რომელსაც პრეზიდენტებობის კანდიდატები, მთავრობები, თვითმმართველობები ყოველ 4–5 წელიწადში მუხლმოყრით გვთხოვენ... ხმა – უფლება, ხმა – არჩევანი, ხმა თავისუფლება... ხმა – ომი, ხმა – მშვიდობა, თუმცა „წართმეული“, „მოპარული“, „გაყიდული“ თუ „ნაყიდი“ ხშირად გახმდარა ამ ხმის ეპითეტი.

პასიური აქტიურობა

ასეა თუ ისე, ლამის სამი ათეული წელია, საქართველოში ეს ხმები ყოველთვის იწვევს საყოველთაო ვნებათაღელვას, ხანგრძლივად გვიცვლის დღის რეჟიმს და ცხოვრების რიტმს, ხდება გამარჯვების ზეიმის ან მარცხით გამოწვეული მწუხარების საბაბი, ყოფს ან აერთიანებს საზოგადოებას. ყველაფერი კი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აცნობიერებს მოქალაქე თავისი ხმის მნიშვნელობას.

როდესაც ჯავახეთის სოფლებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის აუცილებლობის შესახებ შეიტყვეს, უკმაყოფილება ვერ დამალეს – არჩევნებზე ყველანი ვიყავით, რაღა მეორე ტური გვინდაო, – თქვეს და მართლებიც იყვნენ. მათ, ექვსი უბნის გამოკლებით, უკლებლივ და ერთსულოვნად, როგორც ახალქალაქში, ისე ნინოწმინდაში, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცეს.

ჯავახეთის სომხური თემისთვის ამ არჩევანს წინ არ უძღოდა ფართომასშტაბიანი შეხვედრები და აგიტაცია–პროპაგანდა. პოლიტიკური რეკლამებს, არჩევნებისადმი მიძღვნილ ტელეგადაცემებს, საინფორმაციო საშუალებებით ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ გამჟღავნებულ სკანდალურ ფაქტებს ადგილობრივი მოსახლეობის არჩევანზე გავლენა არ მოუხდენია.

არ უნახავთ ფარული ვიდეო–ჩანაწერები, თვალი არ უდევნებიათ სოციალურ ქსელებში პოლიტიკური ძალების მიერ ერთმანეთის ცოცხლად დასამარებისთვის, არ მოუსმენიათ ეკრანებიდან ოპონენტების ნერვიული ღრიალი, წივილ–კივილი, არ არიან არავის მხარეს და არც დიდი დილემის წინაშე დგებიან.

–ვერ ვიტყვი, რომ აქ პოლიტიკა არ აინტერესებთ, – განმიმარტავს სტუდენტი გოგონა, – ძალიანაც აინტერესებთ რუსეთის ან სომხეთის პოლიტიკური ამბები, ანუ ის, რაზედაც ინფორმაცია მიეწოდებათ. საქართველოს ამბებს ვერ ისმენენ და ცოტა იციან ქართულ პოლიტიკაზე. სახელმწიფო ენის არცოდნას და ინფორმაციულ ვაკუუმს მოსახლეობისთვის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების სერვისების ხელმიუწვდომლობაც ემატება.

სოფლის ელექტრობოძებზე ან საკუთარი სახლის ფანჯრებზე თეთრი ბაირაღებივით გამოფენილი საარჩევნო პლაკატები არის ღია გზავნილი იმის საიილუსტრაციოდ, თუ ვის აირჩევს თემი.

–მე საჯარო სამსახურში ვმუშაობ, ამიტომაც ხმას სახელისუფლებო კანდიდატს ვაძლევ, – მეუბნება ერთი ნაცნობი და მიხსნის თუ რატომ: ხელისუფლების მხარდაჭერა მისთვის სტაბილურობის, არსებული მდგომარეობის შენარჩუნების გარანტიაა. ცვლილებები კი „ზოგჯერ საშიშია“. ეს მხოლოდ მისი პოზიცია არაა, ბევრი თანამოაზრე ჰყავს.

უმეტესობისთვის მხარდაჭერის მყარი არგუმენტი „მთის კანონია“, რომელმაც ადგილობრივებს პენსიები გაუზარდა, საშემოსავლო გადასახადები და კომუნალური ხარჯები შეუმცირა, სკოლის მასწავლებლები სახელფასო დანამატით უზრუნველყო. ყველაფერს ამას სოფლის განვითარების პროგრამებიც ემატება, ასფალტის საფარი ან არჩევნების წინ ტრაქტორით გასწორებულ გზაზე მარილივით მოყრილი ხრეში...
მათი ხმები არჩევნების საერთო შედეგებზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. თუმცა ეს შედეგები თითქმის არაფერს ცვლის მათ ცხოვრებაში. სახელისუფლებო კანდიდატის გარანტირებული 100%–იანი მხარდაჭერა არ არის ჯავახეთის მოსახლეობის აქტიურობის ამსახველი ციფრი, მეტიც, ეს პასიური აქტიურობაა, არსებული პრაქტიკის თუ ტენდენციის ძალაუნებურად გაგრძელება, რომელსაც მკვეთრი და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინი არ ახლავს.

[ცაულინა მალაზონია]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულეს
ახალქალაქში არჩევნების მოახლოვება არ იგრძნობა
'მე ვირჩევ' – ყველაფერი არჩევნების შესახებ
ცირა მესხიშვილი: ‘შეიძლება თვითმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა საერთოდ არ მივიდეს’
28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება (R)
ხვალ, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
წინასაარჩევნო განწყობები ახალქალაქში