FM97.5 / LIVE

აწყურთან ავარიას შსს–ს თანამშრომელი ემსხვერპლა

მთავარისიახლე, სამართალი 10.11.2018
აწყურთან სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა შსს–ს მომსახურების სააგენტოს ახალციხის სერვისცენტრის მანქანა, რომელშიც ამავე უწყების ორი თანამშრომელი იჯდა. მათ შორის ერთ–ერთი გარდაიცვალა.

აწყურთან ავარიას შსს–ს თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მიმავალ „შკოდას“ მარკის ავტომობილს შსს–ს მომსახურების სააგენტოს ახალციხის სერვისცენტრის თანამშრომელი გ. ტ. მართავდა. იგი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, მის გვერდით მჯდომი თანამშრომელი მ.თ. კი ადგილზე გარდაიცვალა.

მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დამხარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოში დაშავებულის მდგომარეობაზე ამ დრომდე არ საუბრობენ.

სამგზავრო მიკროავტობუსში კი, რომელსაც „შკოდას“ მარკის მანქანა შეეჯახა ცხრა ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ცხრა წლის ბავშვია. ამ წუთებში ბავშვი და კიდევ ერთი დაშავებული კატასტროფის ცენტრს თბილისში გადაჰყავს.

პირველად გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული რვა მგზავრი იყო, თუმცა მოგვიანებით, თვითდინებით კლინიკებს კიდევ ორმა ადამიანმა მიმართა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 10 ნოემბერს, სოფელ აწყურთან მოხდა. ახალციხიდან თბილისი მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ახალქალაქიდან რუსეთში მიჰყავდა, „შკოდას“ მარკის მანქანას მოსახვევში შეეჯახა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 26 აპრილამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდი იქნება

20.04.2019 საქმე, რომლის ფასიც ‘ღმერთმა იცის’ [ფოტო/ვიდეო]

20.04.2019 ასპინძაში 'ასპინძის ბრძოლის' დღე აღნიშნეს

19.04.2019 მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

აწყურთან ავარიისას დაშავებული  ორი  პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა
აწყურთან ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს
აწყურთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
აწყურთან ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სოფელ მინაძეში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ერთი გარდაცვლილი , 10 დაშავებული – ახალციხე–რუსთავის ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა
სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ [Photo]