FM97.5 / LIVE

სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.11.2018
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის უფასო ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
ბრუცელოზის წინააღმდეგ ვაქცინაცია, პრეპარატის თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით ხორციელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები აცრებს კახეთის რეგიონში ატარებენ. დაავადების გავრცელებისა და რისკის ზონების გათვალისწინებით, ვაქცინაცია ეტაპობრივად აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები „ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის“ გრძელვადიანი სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების მონაწილეობით 2015 წელს შემუშავდა.

სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და ვაქცინაცია უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და სადიაგნოსტიკო კვლევები 545 ათას, ხოლო ვაქცინაცია 400 ათასამდე მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.

„ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაავადების და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირებას, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას“, – აცხადებენ სააგენტოში.

[sknews.ge]


18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

18.10.2019 მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა

18.10.2019 აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ

18.10.2019 'პუბლიკა' – ლიბერალიდან წასულმა ჟურნალისტებმა ახალი გამოცემა დააფუძნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო
ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი გავრცელდა
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხეში  უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს