FM97.5 / LIVE

‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 09.11.2018
სამცხე–ჯავახეთში ფერმერები ამბობენ, რომ წელს კარტოფილის მოსავალი ცუდი არაა, თუმცა რაც მიიღეს ვერ ასაღებენ, ფასი დაბალია და ამიტომ სარდაფებში ინახავენ.

‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე

ახალციხეში, სოფელ წნისში თემურ ჩადუნელმა 1.5 ჰა–ზე 30 ტონა კარტოფილი მოიყვანა. ამბობს, რომ მოსავალი კარგია, თუმცა ვერ ყიდის: „მაქსიმუმ 50 თეთრს იხდიან, ასე ხარჯსაც კი ვერ ამოვიღებ და მოგებაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია. ჯერ ვინახავ, იქნებ ფასმა აიწიოს და მერე ვაპირებ გაყიდვას. კარტოფილს სახლში, ჩემს საწყობში ვინახავ“.

10 ჰექტარზე ჰქონდა კარტოფილი დათესილი ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქში მცხოვრებ ხაჩატურ ამბარიანს: „მიწიდან არ გავყიდე, ცოტას მაძლევდნენ, 40 თეთრს. ამიტომ შევინახე და ზამთარში გავყიდი. 80 თეთრზე ნაკლებად რომ გავყიდო ვიზარალებ“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ნანა ზუბაშვილის თქმით, ბაზარზე კარტოფილის ფასი 45–დან 60–თეთრამდე მერყეობს: „კარტოფილს ფერმერები ძირითადად შიდა ბაზარზე, ასევე აზერბაიჯანში ასაღებენ. უმრავლესობა მოსავალს ადგილიდანვე ყიდის–ხოლმე, თუმცა ფასი არ აწყობთ და ამიტომ კარტოფილს ინახავენ. ფიქრობენ, რომ ფასი გაიზრდება და გაყიდიან, მაგრამ შეიძლება ასე მათი ხარჯი და დანაკარგი უფრო გაიზარდოს, რადგან სასაწყობე მეურნეობები არაა და არსებობს იმის ალბათობა, რომ მოსავალი გაუფუჭდეთ“.

წელს კარტოფილი სამცხე-ჯავახეთში 15 937 ჰექტარზე იყო დათესილი, ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 19-დან 23–ტონამდე მერყეობდა. რეგიონში მოსავლის ოდენობამ 231 560 ტონა შეადგინა.
2017 წელს კი კარტოფილი რეგიონში 19 770 ჰექტარზე იყო დათესილი და 278 200 ტონა მოსავალი მოვიდა.

„წელს ძირითადად კარგი მოსავალია, თუმცა, იყო დაავადებულიც, რაც ძირითადად სიდამპლეში გამოიხატებოდა“, – ამბობს ნანა ზუბაშვილი.

„სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორის გურამ ჯინჭველაძის თქმით, ჯავახეთში უკეთესი მოსავალია, ვიდრე სამცხეში: „კარტოფილის საშუალო მოსავლიანობაა რეგიონში. მოსავლის გასაღება კი ფერმერებს თბილისსა და ქუთაისში უწევთ. ადგილობრივი გასაღების ბაზარი არაა საკმარისი მათთვის. ქვემო ქართლიდან შეიძლება გაჰქონდეთ საზღვარგარეთ კარტოფილი, მაგრამ ჩვენგან ნაკლებად. ამიტომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია რეგიონში კარგი სასაწყობე მეურნეობები, რაც სამწუხაროდ არ არის“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მხოლოდ ორი სამაცივრე სასაწყობე მეურნეობაა, ერთი წნისში, მეორე კი საბარგო სადგურზე. ახალქალაქში კი ასეთი მხოლოდ ერთია. ამიტომ ფერმერები ტონობით მოსავალს საკუთარ სარდაფებში ინახავენ, სადაც სპეციალისტების თქმით, შესაბამისი პირობები ხშირად დაცული არაა და ამიტომ კარტოფილი ზიანდება.

სამცხე–ჯავახეთში კარტოფილის გადამამუშავებელი მხოლოდ ერთი საწარმო „ფრეკო“ ფუნქციონირებს. თუმცა, მისი წლიური წარმადობა 2 500–ტონამდე კარტოფილს შეადგენს.

„ყველა ფერმერთან შეგვიძლია გავაფორმოთ ხელშეკრულება იმისთვის, რომ მომდევნო წელს ვითანამშრომლოთ. ჩვენ რეგიონის ყველა ფერმერს ვთავაზობთ პარტნიორობას“, – ამბობს „ფრეკოს“ წარმომადგენელი თამაზ ქურდაძე და ამატებს, რომ კარტოფილის ფასი, რაზეც ფერმერებთან ხელშეკრულებას გააფორმებენ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკვე განსაზღვრეს – „თუმცა ყველა ფერმერთან ინდივიდუალურადაც დავილაპარაკებთ“.

საწარმოსთან წნისელი ფერმერი კახა გოგოლაძე უკვე ერთი წელია თანამშრომლობს. ამბობს, რომ 100 კგ. კარტოფილი „ფრეკოს“ ხელსაყრელ ფასში ჩააბარა და ხელშეკრულების გაფორმებას მომავალი წლისთვისაც გეგმავს: „მნიშვნელოვანია, რომ არ მიწევს ვინმეს მოძიება ბაზარზე და ჩემი კარტოფილის კილოობით ჩაბარება“.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ამბობენ, რომ რეგიონში, რომლის ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობაა და ფერმერების დიდი ნაწილი თავს სწორედ კარტოფილის მოსავლით ირჩენს, მხოლოდ ერთი გადამამუშავებელი საწარმოს ფუნქციონირება „მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს“. ამიტომ ვიდრე კარტოფილის ფასი ფერემერბისთვის ხელსაყრელ ნიშნულს მიაღწევს, მათ სარდაფებში ტემპერატურული რეჟიმების დაცვას ურჩევენ.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი
რამდენად მომგებიანია კარტოფილის ბიზნესი
ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო
ახალციხეში კარტოფილის მოსავალს უჩივიან  [Video]
მეურნე: კარტოფილი რომ არ დალპეს – რჩევები ფერმერებს [Video]
ფერმერს სტიქიამ კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა