FM97.5 / LIVE

დირექტორის არასწორი გადაწყვეტილება აბასთუმნის სკოლას 5 000–მდე ლარი დაუჯდა

მთავარისიახლე, სამართალი 09.11.2018
ადიგენში, სოფელ აბასთუმანში სკოლის დირექტორის ქეთევან ობოლაშვილის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილების გამო სასწავლებელმა ბიუჯეტიდან 5 000–მდე ლარი გადაიხადა.

დირექტორის არასწორი გადაწყვეტილება აბასთუმნის სკოლას 5 000–მდე ლარი დაუჯდა

ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურში დააბრუნეს. იძულებით განაცდური კი დათაშვილს მხოლოდ მას შემდეგ აუნაზღაურეს, რაც მან აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა.

„აღსრულება რომ არ ჩარეულიყო და დირექტორს ჩემთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული იძულებით განაცდური თანხა აენაზღაურებინა, სკოლას შედარებით ნაკლების გადახდა მოუწევდა. გარკვეული თანხა აღსრულებამაც დააკისრა, ჩემი 12 თვის ხელფასი 4000–მდე ლარი იყო, ასევე მას დაევალა სასამართლო ბაჟის გადახდაც და საბოლოო ჯამში ბიუჯეტიდან გაწერილმა თანხამ 5000–მდე ლარი შეადგინა“, – ამბობს სოფელ აბასთუმანში სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი.

რა დაუჯდა სკოლას დათაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება, ამ შეკითხვით სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორს ქეთევან ობოლაშვილს დავუკავშირდით: „იმდენჯერ შემაწუხეთ უკვე, რომ აღარ მსურს თქვენთან საუბარი“, – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.
დათაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართა და პოზიციაზე დაბრუნება ითხოვა.

„საბჭომ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურში აღმადგინა, მაგრამ ეს დირექტორმა არ გაითვალისწინა. ამას შემდეგ მოჰყვა სასამართლო პროცესები და ა.შ. დირექტორს, რომ თავიდანვე არ მიეღო ეს არასწორი გადაწყვეტილება, სკოლის ბიუჯეტიდან 5 000–მდე ლარის გადახდა არ მოუწევდა“, – ამბობს დათაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ობოლაშვილმა სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურიდან გასული წლის 7 ივლისს იმ დისციპლინური გადაცდომების გამო გაათავისუფლა, რომელთა დარღვევაც დათაშვილს სკოლაში დისციპლინური კომიტეტის არცერთ სხდომაზე არ დაუდგინდა. დათაშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა და 12 ივლისს დაუკმაყოფილეს კიდეც, თუმცა დირექტორმა საბჭოს გადაწყვეტილება არ აღასრულა. სწორედ ამიტომ დათაშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ყოფილმა თანამშრომელმა ობოლაშვილს ორი ინსტანციის სასამართლო მოუგო. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ უცვლელად ძალაში დატოვა. მოპასუხე მხარეს ეს უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს
აბასთუმნის სკოლის დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა იძულებით მოუწევს
აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო
აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლის დირექტორმა  პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
აბასთუმნის სკოლის ყოფილმა  მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო