FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთი მეორე ტურამდე – რის შეცვლას გეგმავენ პარტიები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.11.2018
რას ცვლიან სამცხე–ჯავახეთში პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიაში და რა გეგმები აქვთ მათ მეორე ტურში გამარჯვებისთვის.

სამცხე–ჯავახეთი მეორე ტურამდე – რის შეცვლას გეგმავენ პარტიები

სამცხე–ჯავახეთში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები გაერთიანდნენ და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაც დაიწყეს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ჯერ სამუშაო გეგმების შედგენაზე მუშაობენ.

„მოსახლეობას ვხვდებით ერთადაც და ცალ–ცალკეც, „ნაციონალებიც“ და „ევროპელებიც“ ერთად ვიბრძვით იმისთვის, რომ უარი ვთქვათ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაზე. ამ ეტაპზე ვჯერდებით იმაზე, თუ სად გვქონდა კარგი შედეგი და სად ნაკლები. საბოლოოდ საარჩევნო კამპანიას ამის მიხედვით გავშლით“, – ამბობს ასპინძაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ტარიელ ლონდარიძე.

ასპინძაში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში ამბობენ, რომ აქტიური საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ: „სხვადასხვა უბანზე წარმომადგენლების შეცვლასაც ვაპირებთ. ამ ყველაფერს „ევროპული საქართველოს“ და ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ერთად ვაკეთებთ“.

სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელი და ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე კი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვაზე ახლა მუშაობენ: „ჯერ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ არჩევნები მშვიდ და თანაბრადკონკურენტულ გარემოში ჩატარდება“.

წინასაარჩევნო გეგმებზე არ საუბრობენ ბორჯომში სალომე ზურაბიშვილის შტაბის წარმომადგენლებიც: „დაგეგმარება მიმდინარეობს ყოველდღე, ამ დღეებში ზუსტად გვეცოდინება როგორი მიდგომით ვიმუშავებთ. ამ ეტაპზე დაზუსტებულს ვერაფერს გეტყვით“.

ბორჯომში ოპოზიციური პარტიები კი აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება გაორმაგებული ძალებით დაიწყეს: „ძირითადად იმ უბნებზე ვმუშაობთ, სადაც უფრო ნაკლები ხმა მივიღეთ. ისევ კარდაკარ ვიწყებთ შემოვლას. ჩვენთან ერთად არიან „ევროპული საქართველოს“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები. გუნდურად ვგეგმავთ ყველაფერს და იმის მიხედვით ვინაწილებთ საქმეს“, – გვიყვება ბორჯომში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი ბაკურ გელაშვილი.

ბორჯომში „ევროპული საქართველოს“ წევრი ბაქარ შირაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის გაერთიანება მეორე ტურში ენმ–ს საპრეზიდენტო კადნიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იქნება: „ჩვენ ვუერთდებით „ნაციონალებს“ ჩვენი კომისიებით და ისინი ერთად გააგრძელებენ მუშაობას".

ანალოგიურია ოპოზიციური პარტიების განწყობა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. როგორც აქ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი დათო ბალიაშვილი ამბობს, მათ კარდაკარ მოსახლეობის შემოვლა უკვე დაიწყეს.

„ყველაფერს გავაკეთბთ ერთად იმისთვის, რომ მაფიოზური „ოცნების“ კანდიდატმა რაც შეიძლება ცოტა ხმა მიიღოს. გვექნება პოზიტიური და ცივილური წინასაარჩევნო კამპანია“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

ისევე როგორც რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, წინასაარჩევნო გეგმებსა და პოლიტიკაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არც ახალციხეში საუბრობენ: „გეგმებთან დაკავშირებით სამწუხაროდ ღიად ვერ გესაუბრებით და ინფორმაციას ვერ მოგცემთ“, – გვითხრა ახალციხეში „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი გვარამაძემ.

„ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღანელმა ადიგენში და მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ კი განაცხადა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებენ: „ხალხთან კომუნიკაცია არასდროს არ გვაკლდა და ახლაც იგივეს გავაკეთებთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ და დეტალებზე საუბარს მნიშვნელობა არ აქვს“.

გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან ადიგენში ოპოზციური პარტიების წარმომადგენლებიც: „კარდაკარ ვივლით, შევხვდებით მოსახელეობას. მოვუწოდებთ, რომ ხმა არ მისცენ ზურაბიშვილს და შემოხაზონ ხუთი ნომერი“, – ამბობს ადიგენში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სიმონ პარუნაშვილი.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელი ნაირი ირიციანი ფიქრობს, რომ მეორე ტურში აქ „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი იმაზე მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე პირველ ტურში დააგროვა: „გვინდა, რომ დიდი პროცენტით გავიმარჯვოთ. აქტიურად ვიმუშავებთ იმ სოფლებში, რომლებშიც ადრე ნაკლებად ვმუშაობდით. ვისაც აქამდე არ შევხვედრივართ, ახლა შევხვდებით. ყველა კარზე დავკაკუნებთ. ხმების ის რაოდენობა, რაც მაგალითად „ევროპელებმა“ აიღეს გვინდა, რომ ჩვენი გახდეს და ახლა ჩვენ კანდიდატს მისცენ ხმა. ამისათვის ყველა რესურს გამოვიყენებთ“.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ევროუპული საქართველოს“ წარმომადგენელი არსენ კაპრაპეტიანი კი დარწმუნებულია, რომ მათი ამომრჩეველი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს და არა სალომე ზურაბიშვილს.

„მთავარია ახალქალაქიდან ეს კრიმინალი მკოიანები მოშორდნენ. გაერთაინებული ძალებით მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯავახეთში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს“, – ამბობს „ნაციოციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, გრიგოლ ვაშაძემ ახალციხის 35 უბნიდან – რვა, ადიგენის 18 უბნიდან – ორი, ასპინძის 23 უბნიდა, ასევე, – ორი, ახალქალაქის 70 უბნიდან კი – 5 უბანი მოიგო. რეგიონში ნინოწმინდაა ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ვაშაძეს არცერთი უბანი არ მოუგია. აქ ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთი N20 უბანი დავით ბაქრაძესთან წააგო.

საერთო ჯამში სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ვაშაძემ ზურაბიშვილს 18 მოუგო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის. ცესკოში აცხადებენ, რომ არჩევნები ორ დეკემბრამდე გაიმართება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები მეორე ტურის შემდეგ
საკმარისი იქნება თუ არა ‘ევროპელების' მხარდაჭერა სამცხე–ჯავახეთში ვაშაძის გამარჯვებისთვის
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ვაშაძემ ზურაბიშვილს 18 მოუგო
სამცხე–ჯავახეთში, მეორე ტურში, ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი უბანი ახალციხეში წააგო
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ზურაბიშვილმა 17–ზე წააგო
‘ოცნების’ რაიონული შტაბები მითითებებს ცენტრიდან ელიან