FM97.5 / LIVE

ახალციხის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტზე მოქალაქეებს სკრინინგი ჩაუტარდებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.11.2018
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარება იუსტიიის სახლებშიც შეეძლებათ.

ახალციხის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტზე მოქალაქეებს სკრინინგი ჩაუტარდებათ

სამინისტროს ცნობით, მსგავსი სერვისი საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლშია შესაძლებელი, კერძოდ: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ახალქალაქში, თელავში, ოზურგეთში, ახალციხეში, გურჯაანსა და ფოთში. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება პირველი-კონფირმაციული ტესტი და გენოტიპირების ანალიზი. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.

ამასთანავე, სამინისტროს თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ვეტერანებისთვის მოქმედებს 70%-იანი თანადაფინანსების სისტემა.

“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელებშიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე ჩართულია ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის – ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტში უკვე ჩართულია რვა პირველადი ჯანდაცვის და სამი ზიანის შემცირების ცენტრი", – ამბობს სამინისტრო თავის განცხადებაში.

ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან შვიდ დღეში შეძლებენ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში ჩაერთო 49 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაასრულა 45 000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი 98,3%-ია.

[sknews.ge]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.03.2019 მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა

25.03.2019 სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა

25.03.2019 11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ

25.03.2019 ‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

C ჰეპატიტის მკურნალობის მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება
განიკურნე - ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს
საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია „STOP C“ იწყება
ექთნები კვალიფიკაციას იმაღლებენ
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა
დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერს შეუძლია