FM97.5 / LIVE

ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 08.11.2018
ახალციხეში, სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულ ოთხ ოჯახს ზამთრის გატარება, ისევ სადავო შენობაში მოუწევს. მათ მერიის მიერ შეთავაზებულ სამ ალტერნატიულ ფართზე უარი თქვეს, ამიტომ მერია მათთვის სხვა შენობების შეთავაზებას გეგმავს.

ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ

ახალციხის მერი ვეტერანებს დამატებით სამი ალეტრნატიული ფართის შეთავაზებას სამი თვის წინ დაჰპირდა, თუმცა, ამ დრომდე უწყებას შენობები არ მოუძიებია. როდის შეძლებს თვითმმართველობა სადავო შენობაში შესახლებულებისთვის ფართის შეთავაზებას, ეს ჯერ მერიაში არ იციან.

სადავო შენობაში შესახლებულებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ სურთ. აქ ამ დროისთვის ოთხი ოჯახი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანების საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია გაიარა. საბოლოო გადაწყვეტილებით მათ უკანონოდ დაკავებული შენობა უნდა დატოვონ.

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ახალციხის მერმა ქალაქიდან მოშორებით სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა სამივე მათგანზე ვეტერანებმა უარი თქვეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2018 ბორჯომის სკვერში საკანალიზაციო სისტემა შეაკეთეს

20.11.2018 ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ, ქუჩის საათი აიღეს

20.11.2018 NGO-ები: ზურაბიშვილის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობები იბეჭდება

19.11.2018 ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერი ფეკალიებით იტბორება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერი ვეტერანებს კიდევ სამ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს
ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა
ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’
ვეტერანებს უკანონოდ დაკავებულ  ფართს  დაატოვებინებენ
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა