FM97.5 / LIVE

შსს: ახალქალაქში დაშავებული ამბობს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო

მთავარისიახლე, სამართალი 07.11.2018
ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში დაშავებული რემიკ პოღოსიანის გამოკითხვა დაასრულეს. როგორც შსს–ში აცხადებენ, მან სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო.

შსს: ახალქალაქში დაშავებული ამბობს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო

როგორც ახალქალაქის რეფერაული საავადმყოფოს ექიმი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროც აცხადებს, რომ ახალქალაქში დაშავებულს დაზიანებები ჩხუბისა და დაპირისპირების გამო არ მიუღია.

"გამოკთხვისას განაცხადა, რომ დაუსრიალდა ფეხი, დაარტყა თავი და დაზიანებები ამ დროს მიიღო. კითხვაზე, ვინმეს ზემოქმედების გამო ხომ არ ამბობს ამ ვერსიას, მან გვითხრა რომ არა და ეს კატეგორიულად უარყო. გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი", – განუცხადეს "სამხრეთის კარიბჭეს" შსს–ში.

უწყებაში ამბობენ, რომ დაზარალებულის ვერსიის სისწორის დასადგენად გამოძიება გრძელდება და მას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ ახალქალაქში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

ახალქალაქში ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში ირწმუნება, რომ რემიკ პოღოსიანი მათი მხარდამჭერია და "ოცნების" აქტივისტები მას ფიზიკურად ამის გამო გაუსწორდნენ: "უთხრეს რატომ უჭერ მხარს აშოტას და ოპოზიციასო".

ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს, თუმცა, პოლიტიკურ მოტივს კატეგორიულად უარყოფს: „ფეხბურთში იყო ჩემპიონატი. ერთი ქალაქის და ერთი სოფლის გუნდი მონაწილეობდა. თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი რომ გუნდებმა ერთმანეთში რაღაცაზე კამათი დაიწყეს. აქ არაფერ შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ახალგაზრდები რაღაცაზე შელაპარაკდნენ“.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "პოღოსიანს "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლებმა სცემეს", ამიტომ მის მოსანახულებლად ამ წუთებში თბილისიდან ახალქალაქში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მიემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, დღეს, შვიდ ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, სოფელ ჩანდურაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ცემას გულისხმობს.

[sknews.ge]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2018 ბორჯომის სკვერში საკანალიზაციო სისტემა შეაკეთეს

20.11.2018 ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ, ქუჩის საათი აიღეს

20.11.2018 NGO-ები: ზურაბიშვილის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობები იბეჭდება

19.11.2018 ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერი ფეკალიებით იტბორება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში დაშავებულს პეტრე ცისკარიშვილი მოინახულებს
‘ოცნების’ აქტივისტებმა ჩანდურაში ჩვენს წარმომადგენელს სცემეს’ – ენმ–ს ლიდერი ახალქალაქში
ჩანდურაში  დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში რჩება
გაერთიანებული ოპოზიცია  ჩანდურაში მომხდარზე განცხადებას გაავრცელებს
ენზელ მკოიანი ჩანდურაში მომხდარზე: ‘ეგ ნაციონალების დადმგული შოუა’
'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში
აშოტ რაისიანი: ‘45–მდე აქტივისტი დაგვესხა თავს, პარტიას აგინებდნენ’