FM97.5 / LIVE

ახალქალაქში დაშავებულს პეტრე ცისკარიშვილი მოინახულებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.11.2018
ახალქალაქში დაშავებული რემიკ პოღოსიანის მოსანახულებლად ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი გაემგზავრა. მას თან ახლავს იურისტებიც. ამ წუთბში კი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში დაზარალებულს სამართალდამცველები კითხავენ.

ახალქალაქში დაშავებულს პეტრე ცისკარიშვილი მოინახულებს

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ევროპაში იმყოფება, ამიტომ დაშავებულის მოსანახულებლად პარტიის ერთ–ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი გაემგზავრა.

„სამწუხაროდ, ენზელ მკოიანის კრიმინალური დაჯგუფება აგრძელებს დანაშაულს. ერთის მხრივ ხელისუფლება სპეკულირებს შვიდი ნოემბრით და საუბრობს იმაზე თუ რამდენად შემაშფოთებელი იყო მათთვის ეს დღე და მეორეს მხრივ, თვითონ სცემენ ადამიანებს შვიდ ნოემბერს. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი წარმომადგენლების ცემის ფაქტზე ბრალდებულები 3 000–ლარიანი გირაოთი გამოუშვეს სასამართლო დარბაზიდან“,– აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაშავებულის გამოკითხვა დაიწყეს.

როგორც ახალქალაქში ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი "სამხრეთის კარიბჭესთან" ამბობს, მათ წარმომადგენელს რემიკ პოღოსიანს "ოცნების" აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიზეზი კი პოლიტიკური მოტივი იყო: "რატომ უჭერ მხარს აშოტას და ოპოზიციასო".

ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს, თუმცა, პოლიტიკურ მოტივს კატეგორიულად უარყოფს: „ფეხბურთში იყო ჩემპიონატი. ერთი ქალაქის და ერთი სოფლის გუნდი მონაწილეობდა. თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი რომ გუნდებმა ერთმანეთში რაღაცაზე კამათი დაიწყეს. აქ არაფერ შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ახალგაზრდები რაღაცაზე შელაპარაკდნენ“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ცემას გულისხმობს.

[sknews.ge]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2018 ბორჯომის სკვერში საკანალიზაციო სისტემა შეაკეთეს

20.11.2018 ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ, ქუჩის საათი აიღეს

20.11.2018 NGO-ები: ზურაბიშვილის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობები იბეჭდება

19.11.2018 ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერი ფეკალიებით იტბორება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

შსს: ახალქალაქში დაშავებული ამბობს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო
‘ოცნების’ აქტივისტებმა ჩანდურაში ჩვენს წარმომადგენელს სცემეს’ – ენმ–ს ლიდერი ახალქალაქში
ჩანდურაში  დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში რჩება
'თავდასხმას ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა' – გიორგი ვაშაძე
'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში
გაერთიანებული ოპოზიცია  ჩანდურაში მომხდარზე განცხადებას გაავრცელებს
'ქვეყანაში დაპირისპირების დაწყების მცდელობაა', – ვაშაძე ახალქალაქში ჩავიდა