FM97.5 / LIVE

‘ოცნების’ აქტივისტებმა ჩანდურაში ჩვენს წარმომადგენელს სცემეს’ – ენმ–ს ლიდერი ახალქალაქში

მთავარისიახლე, სამართალი 07.11.2018
ახალქალაქში ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი, ამბობს რომ მის წარმომადგენელს სოფელ ჩანდურაში „ოცნების“ აქტივისტებმა სცემეს. „ოცნების“ წევრები კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება ფეხბურთის გუნდებს შორის მოხდა და პოლიტიკა ამ ფაქტთან კავშირში არაა.

‘ოცნების’ აქტივისტებმა ჩანდურაში ჩვენს წარმომადგენელს სცემეს’ – ენმ–ს ლიდერი ახალქალაქში

შემთხვევა ახალქალაქში, სოფელ ჩანდურაში, დღეს, შვიდ ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, მის წარმომადგენელს „ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„უთხრეს რატომ ხარ აშოტას მეგობარი და რატომ უჭერ მხარს ოპოზიციასო, ამის გამო დაარტყეს, თავში აქვს ჭრილობა, ტელეფონიც დაუმტვრიეს. ახლა საავადმყოფოშია“, – გვიყვება აშოტ რაისიანი და ამატებს, რომ ამ წუთებში საავადმყოფოში დაშავებულთან „ოცნების“ წარმომადგენლები არიან შესულები და ცვდილობენ მასზე ზეგავლება მოახდინონ – „არ უნდათ, რომ ამაზე რემიკმა ილაპარაკოს და ცდილობენ გააჩუმონ“.

ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს, თუმცა, პოლიტიკურ მოტივს კატეგორიულად უარყოფს: „ფეხბურთში იყო ჩემპიონატი. ერთი ქალაქის და ერთი სოფლის გუნდი მონაწილეობდა. თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი რომ გუნდებმა ერთმანეთში რაღაცაზე კამათი დაიწყეს. აქ არაფერ შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ახალგაზრდები რაღაცაზე შელაპარაკდნენ“.

დაშავებული რემიკ პოღოსიანი ამ წუთებში ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. როგორც ექიმმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და რენდგენოგრაფია უტარდება: „ვიდრე გამოკველვა არ დასრულდება ვერაფერს გეტყვით. პაციენტი როცა შემოიყვანეს, მან თქვა, რომ ეზოში დაეცა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს: "როგორც კი შესაძლებელი იქნება დაშავებულს სამართალდამცველები გამოკითხავენ", – გვითხრეს შსს–ში.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

შსს: ახალქალაქში დაშავებული ამბობს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო
ახალქალაქში დაშავებულს პეტრე ცისკარიშვილი მოინახულებს
ჩანდურაში  დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში რჩება
გაერთიანებული ოპოზიცია  ჩანდურაში მომხდარზე განცხადებას გაავრცელებს
ენზელ მკოიანი ჩანდურაში მომხდარზე: ‘ეგ ნაციონალების დადმგული შოუა’
აშოტ რაისიანი: ‘45–მდე აქტივისტი დაგვესხა თავს, პარტიას აგინებდნენ’
'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში