FM97.5 / LIVE

86 წლის ქალის ძარცვაში ბრალდებული, ახალციხის სამმართველოს უფროსს მუქარაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, სამართალი 07.11.2018
ქურდობის სამ ეპიზოდსა და ასევე, ძარცვაში ბრალდებული ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მას ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსი დაემუქრა და უთხრა, რომ თუ რეგიონს არ დატოვებდა, მისი პირადობა და სხვა დოკუმენტები, რომელიმე დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებოდა.

86 წლის ქალის ძარცვაში ბრალდებული, ახალციხის სამმართველოს უფროსს მუქარაში ადანაშაულებს

ამის შესახებ ბრალდებულმა დღეს, შვიდ ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში განაცხადა: „წარსულში ნასამართლევი ვარ. ორი თვის გამოსული ვიყავი ციხიდან, ახალციხეში რომ ჩამოვედი და პოლიციელებმა სამმართველოს უფროსთან წამიყვანეს. დოკუმენტები და საზღვარგარეთის პასპორტი წამართვეს. ახალციხის სამმართველოს უფროსმა ლევან ტორუამ მითხრა, რომ ახალციხეში და ზოგადად სამცხე–ჯავახეთში აღარასდროს ჩამოხვიდე, თორემ ამ შენ პირადობას და დოკუმენტებს რომელიმე დანაშაულის ადგილზე ნახავენო. წადი თბილისშიო და პრობაციაც იქ გადაიტანეო. მერე მისი მოადგილე შალვა წამყვა პრობაციაში და მაიძულეს თბილისში გადამეტანა“.

ა.მ. ახალციხეში, სოფელ პამაჯში 86 წლის ქალის ძარცვაშია ბრლადებული. ამასთან ერთად მას ბრალი ედება ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სახლის გაქურდვისთვის და იაძის ქუჩაზე ლითნის კარის კონსტრუქციების მოპარვისთვის. ა.მ–ს ადანაშაულებენ საბარგო სადგურიდან რკინის სკამების ფეხების მოპარვაში.

ა.მ. ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და ამბობს, რომ რკინის სკამებისა და კარის ნაწილები ნამდვილად მან მოიპარა და ჯართში ჩააბარა, რაც შეეხება თამარაშვილის ქუჩაზე სახლისა და სოფელ პამაჟში 86 წლის ქალის ძარცვას, აცხადებს, რომ ეს მას არ ჩაუდენია.

„ის ნივთები, რომლებიც მაგ სახლებიდან დაიკარგა პოლიციელებმა ჩემ სახლში ძალით ჩადეს“, – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში და დაამატა, რომ მას რეგიონის სამმართველოს უფროსმა მუქარა შეუსრულა.

ა.მ. საქმეზე მორიგი სხდომა 20 ნოემბერს ჩაინიშნა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2018 ბორჯომის სკვერში საკანალიზაციო სისტემა შეაკეთეს

20.11.2018 ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ, ქუჩის საათი აიღეს

20.11.2018 NGO-ები: ზურაბიშვილის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობები იბეჭდება

19.11.2018 ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერი ფეკალიებით იტბორება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმეზე დაზარალებულის მამა დაკითხეს
ბრალდებულს, რომელიც  სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილისა და ახალგაზრდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
‘პირადად შენ მირტყამდი’– სასამართლო დარბაზში  ბრალდებულმა პოლიციელი ცემაში დაადანაშაულა
78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს
ბრალდებული, რომელიც კალანდაძეს ცემაში ადანაშაულებს, მის ამოცნობას ითხოვს