FM97.5 / LIVE

‘7 ნოემბერი იყო შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების’ – ენმ–ს ლიდერი ახალციხეში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.11.2018
ახალციხეში, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო შეცდომა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მაშინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.

‘7 ნოემბერი იყო შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების’ – ენმ–ს ლიდერი ახალციხეში

ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ „2007 წლის აქცია ეს იყო ახალგაზრდა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა ხალხის მიმართ. არ უნდა დაერბიათ აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო პრორუსული ძალების მიერ მართული, იქ ბევრი ადამიანი გულწრფელად იდგა, ისე რომ არ იცოდნენ რას ემსახურებოდნენ ამ აქციის ორგანიზატორები. ამიტომ ამ ადამიანების დარბევა იყო რეალურად გადაცდომა“.

ხელისუფლების შეცდომად აფასებს 11 წლის შემდეგ შვიდი ნოემბრის მოვლენებს ახალციხეში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დამეტრაძეც: „ნაწილობრივ ეს იყო შეცდომაც და გადამეტებაც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეალურად ეს აქცია იყო წმინდად რუსული ძალების მიერ ორგანიზებული, იმ აქციაზე იდგნენ ადამიანები, რომლებსაც ეს გაცნობიერებული არ ჰქონდათ და აქციაზე იდგნენ იმის გამო, რომ პირადი პროტესტი ჰქონდათ ხელისულფების მიმართ“.

ახალციხეში ‘ქართული ოცნების’ ფრაქციის ხელმძღვანელი გიორგი გვარამაძე ფიქრობს, რომ ახლა როცა მოსახლეობას არჩევანის გაკეთება „ოცნების“ მხარდაჭერილ და ენმ–ს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის უხდება, შვიდი ნოემბრის გახსენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: „ეს დღე არის ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა არჩევნები შვიდ ნოემბერს ხალხი ყოველთვის გაიხსენებს, თუმცა ახლა ამის განხსენება ვფიქრობ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხალხმა უარი უთხრას მაშიდენლ ხელისუფლებას და სისხლიან რეჟიმს“.

დღეს, შვიდ ნოემბერს, 11 წლის წინ მომხდარი მოვლენების გასაპროტესტებლად თბილისში, ოპერასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველია.

2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები. მოგვიანებით პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი იმედის ოფისშიც შეიჭრა და ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა. არჩევნებში ისევ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

31.05.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაანონსებული აქცია  და ოპოზიციური პარტიების გეგმები ახალციხეში
თბილისში ‘ქართული ოცნების’ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
პროტესტის მეოთხე დღე –  თბილისში აქცია განახლდა
გიგი უგულავა: მე მივდივარ კვირის აქციაზე
აქციის ორგანიზატორები: ‘აქციაზე პოლიტიკოსებს მიკროფონს გავუთიშავთ’
გელა დემეტრაძე: ეს არის მიზანმიმართული აქცია, ხელისუფლების დაგეგმილი და ორგანიზებული
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან