FM97.5 / LIVE

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ - 2018 წლის შეჯამება

მთავარისიახლე, რეკლამა 07.11.2018
2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები და შედეგები აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შეაჯამეს. ანგარიშის მიხედვით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად ჩატარდა.

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ - 2018 წლის შეჯამება

დასავლეთ საქართველოში-სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით 780 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. ტყის პერიმეტრებზე დამონტაჟდა "მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები, რის შედეგადაც შემცირდა მავნებლის გავრცელება ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ შტაბში შეიქმნა მავნებელთან ბრძოლის სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ცალსახად აღნიშნავენ, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და ფაროსანას მექანიკური განადგურება როგორც საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე საცხოვრებელ სახლებში.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფოს სტრატეგიის შესაბამისად მომავალ წელსაც გაგრძელდება.



მედიაპროდუქტი მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

აზიური ფაროსანას გავლენა სიმინდის მოსავალზე
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმერეთში
სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
გურიაში  ფაროსანას წინააღმდეგ სპეცტექნიკა იმუშავებს
გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
სეს-ის რეკომენდაციები - როგორ დავიცვათ თხილის კულტურა აზიური ფაროსანასგან