FM97.5 / LIVE

სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

მთავარისიახლე, განათლება 06.11.2018
დღეს, ექვს ნოემბერს, სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ახალციხეში უფროსი კლასების მოსწავლეებთან STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) დარგების მნიშვნელობასა და დასაქმების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

შეხვედრას ახალციხის, ახალქალაქის, ვალის, აწყურის და აბასთუმნის საჯარო სკოლების 70–მდე უფროსკლასელი ესწრებოდა.

„ჩვენ წარმოვადგენთ ამერიკის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერიტეტის ფილიალს საქართველოში, სადაც ქართველ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მიიღონ განათლება და იმ ხარისხის დიპლომი, რასაც სან დიეგოს კალიფორნიის ფილიალის სტუდენტები იღებენ“, – ამბობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე დეკანი ნუგზარ დავითაშვილი.

სან დიეგოს უნივერსიტეტში ექვსი სპეციალობაა – კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, სამშენებლო ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, ელქტრონული ინჟინერია და ქიმია–ბიოქიმია.

უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის ღირებულება წელიწადში 7 500 დოლარს შეადგენს.

„ყველაზე კარგი პროგრამები ამ უნივერსიტეტშია და აქ მინდა სწავლა, თუმცა 7 500 დოლარის გადახდის საშუალება არ მაქვს, როგორც გავიგე 75%–ს თვითონ აფინანსებენ და 13%–ს სახელმწიფო ფარავს მაღალი ქულების შემთხვევაში, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია“, – ამბობს აბიტურიენტი ნუგი ყულიჯანიშვილი.

სანდიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება სურს, ვალეს პირველი სკოლის მოსწავლეს ნათია ჩანაღლიშვილს: „დღეს გავიგეთ, თუ რას გვთავაზობს ეს სასწავლებელი. ასევე, მოგვეცა საშუალება, რომ თითოეული ფაკულტეტიდან წამრომადგენლებს გავეცნოთ“.

სან დიეგოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დღეს ქიმიური ცდები და საკუთარი ცოდნით შექმნილი რობოტებიც აჩვენეს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა
სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთიდან 5–მა სტუდენტმა სან დიეგოს უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ახალციხეში სპეციალურ სემინარს გამართავს
განათლების მინისტრი ახალციხეში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა
სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო