FM97.5 / LIVE

‘ოცნების’ ცენტრალურ შტაბში მერებთან შეხვედრა გაიმართა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.11.2018
დღეს, ექვს ნოემბერს, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მერებსა და რეგიონებში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს თბილისის შტაბის ხელმძღვანელი კახი კალაძე შეხვდა.

‘ოცნების’ ცენტრალურ შტაბში მერებთან შეხვედრა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში წინასაარჩევნო საკითხებზე გამართულ შეხვედრას კახი კალაძე უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მათ მუნიციპალიტეტებში პარტიის ლიდერებთან მეორე ტურთან დაკავშირებულ სამუშაო გეგმებზე ისაუბრეს.

„ძირითადად სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე ვისაუბრეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. კომუნიკაცია არასდროს გვაკლდა, თუმცა, ახლა უფრო ეფექტურად და უფრო შემართებით მუშაობას ვაპირებთ“, – ამბობს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე.

შეხვედრაზე მიწვეული იყო ახალქალაქის მერი იური უნანიანი, თუმცა ამბობს, რომ ავადმყოფობის გამო წასვლა ვერ შეძლო. ნინოწმინდის და ასპინძის მერები შეხვედრაზე არავის მიუწვევია. ახალციხისა და ბორჯომის მერებთან კი დაკავშირება ვერ შევძელით.

„სხვა დროს თუ ვინმე მეტყვის აუცილებლად დავესწრები, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს“, – ამბობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

„ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრის შემდეგ გამოსული დეპუტატები ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ მათ სამოქმედო გაგმის შესახებ იმსჯელეს.

„იყო შტაბის შეკრება, რომელსაც უძღვებოდა კახა კალაძე. დაიგეგმა ის ღონისძიებები, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. მათ შორის იყო შეხვედრა გარკვეული რაოდენობის მერებთან, რომლებთანაც უბრალოდ ჩვეულებრივი მუშა პროცესი გაიმართა“, – ამბობს დეპუტატი გიორგი მოსიძე.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

05.11.2018 რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2018 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12.11.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა

11.11.2018 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]

11.11.2018 აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘ოცნების’ რაიონული შტაბები მითითებებს ცენტრიდან ელიან
„ოცნებამ“ საარჩევნო სამზადისი დაიწყო – დახურული შეხვედრა ახალციხეში
ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს
ადიგენში „ოცნების“ თავმჯდომარედ ზაქარია ენდელაძე აირჩიეს
ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს
ბორჯომში არასაპარლამენტო ოპოზიციას ელოდებიან
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს