FM97.5 / LIVE

ვინ არის „მარტოხელა დედა“ და როგორ იზრუნებს მასზე სახელმწიფო

მთავარისაზოგადოება 19.07.2013
„მარტოხელა დედის“ სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით კანონპროექტი მომზადდა, რომელზეც დღეს სამცხე-ჯავახეთის „დემოკრატ ქალთა საზოგადოებაში“ იმსჯელეს.

ვინ არის „მარტოხელა დედა“ და როგორ იზრუნებს მასზე სახელმწიფო
კანონპროექტის თანახმად, პირველ რიგში მარტოხელა დედის სტატუსი უნდა განისაზღვროს.

„აუცილებელია ამ ადამიანებზე ვიზრუნოთ. ასეთი დედები საქართველოში ძალიან ბევრია. ჩვენს რეგიონში, ოფიციალურად, 196 მარტოხელა დედაა დარეგისტრირებული, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ მათი რიცხვი გაცილებით დიდია“,- ამბობს სამცხე-ჯავახეთის „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე მარინა მოდებაძე.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. მარტოხელა დედად ჩაითვლება პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ; აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და დედა ბავშვის აყვანის მომენტში და შემდეგ, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, არ ყოფილა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

ცვლილებები შევა საქართველოს ორგანულ კანონშიც. ასევე საქართველოს კანონს „საჯარო სამსახურის შესახებ“ დაემატება მუხლი, რომლის თანახმადაც მარტოხელა დედა არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ბავშვის 5 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე, ატესტაციის შედეგების გამო.

არასამთვარობო სექტორთან ერთად შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე, მისი მოადგილე, თამარ გოგოლაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილიც ესწრებოდნენ.

„ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ამ საკითხით. აუცილებელია ამ ცვლილების შეტანა. მე ვეთანხმები და ვიზიარებ ახალ კანონპროექტს“,-ამბობს თამარ გოგოლაძე.

კანონპროექტის ავტორი „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელია“. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტოხელა დედების რიცხვი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა.

„2000 – 2013 წლებში ოფიციალურად 30 ათასამდე მარტოხელა დედაა რეგისტრირებული, ანუ ესენი ის ქალბატონები არიან, რომელთაც შვილი არარეგისტრირებული ურთიერთობის შედეგად გააჩინეს. ეს ადამიანები უამრავ პრობლემას აწყდებიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კანონმდებლობის ფარგლებში შევძლოთ მათი დახმარება“,-ამბობს „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი.

ორგანიზაციამ სხვადსხვა უწყებებთან და არასამთავრობო ორგანოზაციებთან ერთად კანონპროექტზე მუშაობა 6 თვის წინ დაიწყო. კანონპროექტის განხილვა ამჟამად საქართველოს ათივე რეგიონში მიმდინარეობს. კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე წარდგება.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მარტოხელა დედების სტატუსზე იმსჯელეს
გადაცემა ღია საუბარი: საზოგადოება და მარტოხელა დედა[Audio]
‘ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ემსხვერპლება ხოლმე’ – მეუფე ნიკოლოზი სუროგაციაზე
ახალციხეში მარტოხელა ბენეფიციარებისთვის საკვების ბინაზე მიწოდება დაიწყო ®

კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]
ხმა სოფლიდან: ყულალისის მარტოხელა ქალები [Audio]