FM97.5 / LIVE

მეეზოვე: სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება მერის დავალებით სცადეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 06.11.2018
ახალციხელი მეეზოვე მანანა იგითხანიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა მელიქიძესთან მის უბანში წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე კამათი მოუვიდა. ამის გამო კი არჩევნების შემდეგ მისი სამსახურიდან გათავისუფლება სცადეს.

მეეზოვე: სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება მერის დავალებით სცადეს

ახალციხის მუნიცპალიტეტის მერიის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომელი მანანა იგითხანიშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 29 ოქტომბერს საღამოს ფარული ნომრით დაურეკეს და უთხრეს, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლებულია.

„მამაკაცის ხმა იყო, მითხრა მეეზოვის ფორმა და ყველა ატრიბუტი მოიტანე ხელშეკრულება აღარ გიგრძელდებაო. არ უთქვამს ვინ იყო“, – ამბობს მანანა იგითხანიშვილი და ამატებს, რომ ამის შესახებ მისმა უფროსმა შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორმა კობა კურტანიძემ არაფერი იცოდა – „მე ვიცოდი, რომ ეს იყო გაკეთებული „ოცნების“ მხრიდან. ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ მე გამათავისუფლა ჩემმა სამსახურმა. იმ ღამესვე დავურეკე კობას და დილით კაცი შეწუხებული მოვიდა, მითხრა მანანა რა მოხდა გამაგებინეო“.

კობა კურტანიძე აცხადებს, რომ მანანა იგითხანიშვილი სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია, მას თვის ბოლოს ხელშეკრულება დაუმთავრდა და ისევ გაუგრძელდა: „მე არ ვიცი ვინ დაურეკა, ეს მას ჰკითხეთ. ხელშეკრულება რომ უმთავრდება პირს, ის ავტომატურად გათავისუფლებულია, მაგრამ იგითხანიშვილი სამსახურიდან არ გაგვიშვია“.

იგითხანიშვილი ფიქრობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვების მცდელობის მიზეზი წინასაარჩევნო პერიოდში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა მელიქიძესთან კამათი გახდა.

„სამი წელია ვითხოვ ადგილობრივი თვითმმართველობისგან ჩემი ავარიული სახლის გამაგრებას და მინების ჩასმას, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ჩვენს უბანში მოვიდა ზაზა მელიქიძე, ვუთხარი რომ ნუ ატყუებთ ხალხს, თქვენ არ ხართ არაფრის გამკეთებელი–მეთქი. ჩემი დაც ეჩხუბა. შემდეგ არჩევნების დღეს რაბათის ერთ–ერთ უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ვიყავი, ამიტომ ცადეს ჩემი სამსახურიდან გაგდება“, – ამბობს მანანა იგითხანიშვილი.

მან იმ ღამესვე, როცა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დაურეკეს, როგორც თავად ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს მომხდარის შესახებ შეატყობინა: „არჩევნების მეორე დღეს, ორშაბათს, 29 ოქტომბერს, ვიმუშავე, სამშაბათს რადგან მითხრეს, რომ გათავისუფლებული ვიყავი აღარ გავსულვარ სამსახურში, ამავე საღამოს 30 ოქტომბერს იგივე ხმამ დაფარული ნომრით დამირეკა და მითხრა, რომ ხელშეკრულება გამიგრძელეს“, – გვიყვება იგითხანიშვილი.

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ არც მანანა იგითხანიშვილს იცნობს და არც მასთან კამათი ახსენდება: „არ მახსენდება ასეთი ფაქტი. მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და დემოკრატიულ ქვეყანაში ასე სამსახურიდან არ ითხოვენ. არ ვიცი რატომ ფიქრობს ასე, ეს მას უნდა ჰკითხოთ. არამგონია ეს სწორი ინფორმაცია იყოს“.

იგითხანიშვილი ამბობს, რომ 11 წელია შპს „კეთილმოწყობაში“ მუშაობს და ყოველდღე, დაახლოებით, სამ კილომეტრს გვის. ყველა თანამშრომელს სამსახური კი ერთთვიან ხელშეკრულებას უფრომებს: „ჩვეულებრივი მონები ვართ, არამგონია სხვისთვისაც დაერეკათ და ეთქვათ მსგავსი, რამ. იციან, რომ მე ოპოზიციონერი ვარ და არ ვემორჩილები „ოცნებას“ ამიტომ დამირეკეს. მე არავის მხარდამჭერი ვარ არც გადამკვდარი მიშისტი ვარ და არც სალომეა ჩემი მამიდაშვილი“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘კეთილმოწყობის’ სამსახურიდან  მეეზოვეები გაათავისუფლეს
‘ვინც ვყვიროდით გამოგვიშვეს' – მეეზოვეები ‘კეთილმოწყობაში’ აუდიტის შესვლას ითხოვენ
სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვე სასამართლოში ჩივილს აპირებს
”ქართული ოცნების” აქტივისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს
ადიგენში ”ქართული ოცნების” აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა
ნანა გელაშვილი: 'მედიასთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს'