FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში შსს დეპუტატის მიერ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს

მთავარისიახლე, სამართალი 05.11.2018
სამცხე–ჯავახეთში ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის მიერ არასრულწლოვანთან შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო. დეპუტატი მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ იგი პოლიციამ უკვე დაკითხა და ყველაფერს სამართალდამცველები გაარკვევენ.

სამცხე–ჯავახეთში შსს დეპუტატის მიერ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს

დეპუტატის მიერ 15 წლის გოგონასთან მიმოწერა ე.წ. სქრინებით სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებში ჩანს, რომ დეპუტატი გოგონას ჯერ სახელს, შემდეგ კი ასაკს ეკითხება, გოგონა წერს, რომ ის 15 წლისაა : „პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე“, – პასუხობს დეპუტატი.

დეპუტატს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მომხდარის შესახებ დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა აცხადებს, რომ მიმოწერა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა მის მიერ დაწერილი არ არის: „ეგ რაც არის სრული აბსურდია ყველაფერი! გამოძიება დაწყებულია და ის გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე. დასასჯელი ვინც იქნება დაისჯება, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. მე გამიკეთეს პირადად და ეს ყველაფერი გაავრცელეს“, – ამბობს დეპუტატი და არ აკონკრეტებს გაკეთებაში რას გულისხმობს.

დეპუტატის ფეისბუქის პირადი გვერდი სოციალურ ქსელში დღეს, ხუთ ნოემბერს, უკვე აღარ იძებნება, თუმცა ე.წ. სქრინშოთში არსებული ფოტო და დეპუტატის პირადი გვერდის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა.

„სამხრეთის კარიბჭე" იმ პირის ავთენტურობას, ვისაც დეპუტატი სავარაუდოდ წერს, ვერ ადგენს. აღნიშნული პირი იდენტიფიცირებული ამ დრომდე არც საგამოძიებო ორგანოს ჰყავს: „იმისთვის რომ დავადგინოთ, თუ ვინაა მიმოწერის ადრესატი, ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ვახორციელებთ“, – გვითხრეს შსს–ში.

საკრებულოში, სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული „სქრინშოთების“ შესახებ გუშინ, ოთხ ნოემბერს, გაიგეს. როგორც თავმჯდომარე ამბობს, მას შემდეგ იგი დეპუტატთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაღაც გაუგებრობაა. ეს ადამიანი ძალიან წესიერი და პატიოსანია. უბრალოდ მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ დეპუტატთან საუბარი არ მქონია. სავარაუდოდ ის პოლიციაშია გამოკითვაზე და ტელეფონს ვერ პასუხობს. როდესაც მასთან გასაუბრებას შევძლებ, ამის შემდეგ მეტი მეცოდინება".


სოფელში დეპუტატის მიერ არასრულწლოვანთან სავარაუდო მიმოწერის შესახებ არაფერი იციან. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს სიცრუე იქნება.

„ჩემი მეგობარია. ვფიქრობ, რომ ეს მოწყობილია. ეს ადამიანი მაგის გამკეთებელი კი არა ჩამფიქრებელიც კი არ არის. ვერ გეტყვით ვინ გააკეთა, თუმცა ეს მოგონილია. ყველას გვიკვირს, მე გამოვრიცავ მსგავს რამეს“, – ამბობს სოფელში სკოლის ერთ–ერთი მასწავლებელი.

დეპუტატის ოჯახში კი ამბობენ, რომ მას ფეისბუქი საერთოდ არ აქვს: "არც მე და არც ჩემს მეუღლეს ფეისბუქი არ გვაქვს. ეს დიდი ტყუილია, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – გვითხრა დეპუტატის მეუღლემ.

იგივეს აცხადებენ მის მეზობლად მცხოვრებლებიც: „ძალიან წესიერი კაცია, მისგან მსგავსი არასდროს არაფერი გაგვიგია“.

საკრებულოში დეპუტატები აცხადებენ, რომ თუ მათ კოლეგას გარყვნილი ქმედების ფაქტი დაუდასტურდება, საკრებულოში მისი მანდატის მოხსნის შესახებ საკითხს დააყენებენ.

[თინათინ ზაზაძე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 ახალციხეს 'კინობასი' ეწვევა

26.06.2019 მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

26.06.2019 ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

დეპუტატი შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე: ‘პიროვნებას, ვისაც ვწერდი, არ ვიცნობდი’
გენადი ბოლქვაძე საკრებულოში დეპუტატის საქმიანობას შეუდგა
განხეთქილება ბორჯომში, ‘პატრიოტთა ალიანსის’ დეპუტატებში
ბორჯომის საკრებულოში მომხდარზე შსს–მ ძიება მუქარის მუხლით დაიწყო
ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი აღარ იცავს
დატოვებს თუ არა 'ქართული ოცნების' დეპუტატის მანდატს კახა ბერიძე
ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ