FM97.5 / LIVE

'მესმის თქვენი გულისტიკივილის და იმედგაცრუების' – ივანიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.11.2018
"ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს, რომ მას ესმის ხალხის გულისტკივილისა და იმედგაცრუების.

'მესმის თქვენი გულისტიკივილის და იმედგაცრუების' – ივანიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს [Video]

“მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი, მესმის თქვენის გულისტკივილის და იმედგაცრუების. მესმის უკმაყოფილების, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა თქვენი ყოფა. მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს. უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა. ბევრი თქვენთაგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე”, – ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილი ვიდეომიმართვაში ასევე ამბობს, რომ მას არ სურს ისაუბროს “ცხრაწლიან რეჟიმზე” და “ქართული ოცნების მიღწევებზე”.

“დღეს ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყარზე დგას. არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი. რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ნათლად და ღრმად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, თუმცა ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ჩვენს წინააღმდეგ არ არის პოლიტიკური პარტია. ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის განწყობილი მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ჩვენ ეს განსაცდელი დავუშვით”, – ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

ივანიშვილის თქმით, თუ “ქართულმა ოცნებამ” ხალხისთვის ვერ ივარგა, ის პირველი წავა “ოცნების” წინააღმდეგ. მან ოპონენტები დაადანაშაულა “სიცრუის კამპანიის” წარმოებაში და ასევე, ტყუილით გაჯერებული დაპირებების გაცემაში.

ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებით, საქართველოს “არასდროს ჰქონია განვითარების ასეთი სტაბილური წლები”, თუმცა მთავარ გამოწვევად სიდუხჭირე რჩება. მმართველი გუნდის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ უნდა გადაიხედოს როგორც პენსიებისა და დევნილების შემწეობების გაცემის საკითხი, ისე – საკადრო პოლიტიკა და უფრო მეტი შანსი მიეცეთ ახალგაზრდებს.

“მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. მთავარია ახლა, ქვეყნის ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა ხელისუფლებაზე დასჯის სურვილით, საკუთარი ქვეყანა და საკუთარი მომავალი არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც სიცოცხლე ჩავდეთ 2012-ში”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.


12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

05.11.2018 რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2018 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12.11.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა

11.11.2018 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]

11.11.2018 აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
გამოკითხვა: რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის  დაბრუნება პოლიტიკაში? [Video]
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს
'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
გამოკითხვა: უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?[Video]
ბიძინა ივანიშვილი: 'სადმე „სხვაგან“ კი არ მივდივარ, „აქვე“ ვრჩები'
ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მიმართავს