FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ენმ–ს წევრებს პლაკატების ჩამოხევისთვის ადმინისტრაციული წესით ედავებიან

მთავარისიახლე, სამართალი 05.11.2018
ახალქალაქში ენმ–ს შტაბის ხელმძღვანელს აშოტ რაისიანსა და ამავე პარტიის მხარდამჭერს მიხეილ აგაბაბიანს, ბენზინ გასამართ სადგურებზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევისთვის, ასევე, აქ დასაქმებულების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ედავებიან.

ახალქალაქში ენმ–ს წევრებს პლაკატების ჩამოხევისთვის ადმინისტრაციული წესით ედავებიან

აშოტ რაისიანისა და მიხეილ აგაბაბიანის საქმეზე ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს დღეს, ხუთ ნოემბერს 12:00 საათზე უნდა ემსჯელა, თუმცა, სხდომა გადაიდო. მიზეზი ისაა, რომ რომ ვერც ერთი და ვერც მეორე სასამართლოში ვერ გამოცხადდა.

„ორივე მათგანი თბილისში საავადმყოფოში წევს, 20 დღე კიდევ დასჭირდებათ მკურნალობა და აქ ვერ ჩამოვლენ, ამიტომ გთხოვთ ამ საქმის განხილვა 20 დღით გადადოთ“, – მიმართეს მოსამართლეს სხდომაზე რაისიანისა და აგაბაბიანის ნათესავებმა.

აშოტ რაისიანსა და მიხეილ აგაბაბიანს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. შსს–ში აცხადებენ, რომ მათ 30 ოქტომბრის ღამეს, ბენზინ გასამართ სადგურებზე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბილშვილის პლაკატები ჩამოხიეს, ასევე, აქ დასაქმებულებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული მუხლი
სამართალდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში რაისიანსა და აგაბაბიანს 100–ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

„ორივე გადაიხდის ჯარიმას, პრობლემა ეგ არაა, მაგრამ გადამეტებული მგონია ეგ სასჯელი, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში პლაკატებს ბევრი ხევს და მაშინ ყველა დააჯარიმონ“, – ამბობს აშოტ რაისინის ძმა კარლოს რაისიანი.

ახალქალაქში ენმ–ს წევრებს პლაკატების ჩამოხევისთვის ადმინისტრაციული წესით ედავებიან
კარლოს რაისიანი


აშოტ რაისიანი და მიხეილ აგაბაბიანი 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, „ქართული ოცნების“ წევრებთან დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ. მათთან ერთად დაზიანებები თავის არეში ენმ–ს კიდევ ორმა წევრმა მიიღო. ამ დრომდე ოთხვე დაშავებული თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში წევს, თუმცა, როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ექიმმა ბუბა შალამბერიძემ განუცხადა, მათ კლინიკიდან დღეს, ხუთ ნოემბერს გამოწერენ.

[sknews.ge]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სასამართლოში ენმ–ს წევრების საქმის განხილვა იწყება
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყო
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო
ადვოკატი ენმ–ს წევრების მიმართ საქმის შეწყვეტას ითხოვს
ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე ვიდეო–მტკიცებულებები გამოიკვლიეს
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა
აშოტ რაისიანი: ‘45–მდე აქტივისტი დაგვესხა თავს, პარტიას აგინებდნენ’