FM97.5 / LIVE

სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი

მთავარისიახლე, ბლოგები 04.11.2018
მატასის ბლოგი

სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი

ახლა ჩემი სოფელი ნაცრისფერია, კვამლიანი და ყველგან დამწვარი ფოთლებისა და შეშის სუნი დგას.

ჩემი სახლის ზემოთ ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობს, ორი შვილი ჰყავთ. სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს - მიწას ამუშავებენ და შინაური ფრინველ-ცხოველებითაა მათი ეზო სავსე.

"ყველი გაუყიდიათ და მუსიკალური ცენტრი უყიდიათ, რა ესიმღერებათ", - მითხრა ერთხელ სოფელში ასულს მეზობელმა.

ისმოდა მათი სახლიდან მუსიკის ხმა. ზაფხულობით მათი ცენტრის ხმაზე, დაბლა ჩემს ეზოშიც ცეკვავდნენ ბავშვები.

ხშირად მომიკრავს თვალი აივანზე მოცეკვავე ცოლ-ქმრისთვის. ხის მოაჯირზე მიჭედებულ დიდ ლურსმანზე რძის, ვერცხლისფერი, პრიალა "ვედროც" ეკიდა, იქვე ქათქათა მარლა რძის საწურზე იყო გადაფენილი. ცეკვავდა ცოლ-ქმარი და მოდიოდა იმ მხრიდან რაღაც სხვანაირი ჰაერი და აივანზე გაფენილ სარეცხს შორის ხან ქალის მხარი გამოჩნდებოდა ხან კაცის.

ეს ზაფხული მათი სახლიდან მუსიკის ხმა არ გამიგია.

"ცოლი იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ბიჭი სტუდენტი გახდა და რა ექნა აბა", - მითხრა ისევ იმ მეზობელმა.

ბავშვებმაც მოისაკლისეს მეზობელი - რატომ წავიდაო. აინთებოდა საღამოობით აივანზე სინათლე და ეგ იყო და ეგ.

მათი ორღობე დაცარიელდა, თითქოს მოიწყინა, რადგან ახალგაზრდა ქალი ცოცხით ხელში იქაურობას აღარ აპრიალებდა და წითლად შეღებილი "სკამეიკაც" გახუნდა.

ორღობეში, სადაც ერთ დროს უამრავი ბავშვი დარბოდა ახლა სამარისებური სიჩუმეა.

მეორე მეზობლის სახლი დაინგრა და ახლა ისეა მოსარგალებული (ბაბუას სიტყვები) ყველაფერი, ვერც კი წარმოიდგენ რომ აქ, ასე, 15-18 წლის წინ ოჯახი ცხოვრობდა. ბოლოს მოხუცი დარჩა მარტო. შვილები ქალაქში ჰყავდა, არ აკითხავდნენ. გარდაიცვალა ელენე და სოფელმა გაასვენა. დასაფლავებაზე ერთი შვილი ჩამოვიდა მხოლოდ. სხვენში აკვანი ქონია შენახული. სახლი როცა დაინგრა აკვანი ძირს გადმოვარდა, აგურებსა და ქვებს შორის ეგდო, აწვიმდა და ათოვდა, რატომ არავინ იღებდა არ ვიცი. ახლაც თვალწინ მიდგას წითელარტახებიანი, ცარიელი, გიშრის თვალდაკიდებული აკვანი.

ის ორღობე უდაბური გახდა, იმ მხარეს ვეღარ გაივლი. თითქოს ბალახის წვერი მოუშვა ორღობემ და გლოვობს ხალხის წასვლას.

როცა სოფლის ფოტოებს გამოფენენ სოციალურ ქსელში და რასაც მოჰყვება ხოლმე - რა ლამაზია! ნეტავ აქ ვცხოვრობდე! აქაურობას როგორ ტოვებენ! და ასე შემდეგ მინდა ყველას სათითაოდ მოვუყვე რა დგას სოფლის ამ სასწაული ფოტოების უკან - ზღვა შრომა, ზღვა ჯაფა, დილის ექვსი საათზე დაწყებული დღე, ზამთარში ერთი გაუყინავი წყაროდან წყლის ზიდვა "ვედროებით" ჯერ ოჯახისთვის, მერე შინაურ ფრინველ-ცხოველისთვის, გაყინული ხელებით "ფეჩის" ანთება, ან მოსავლის დასეტყვა, ან ჭირი, რომელიც ერთიანად გაწყვიტავს ქათმებს ან ღორებს.

ახლა ბევრ სოფელში მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ და დგას იქ დიდთვალება მარტოობა. სოფელში ხომ ყველაფერი უფრო მგძნობიარეა. სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი.

[მატასი]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

არის ერთი ქალი . . .
60 წლის ქალის ოჯახი: „აქამდე ჩვენ ვუვლიდით და ახლა არავის გავატანთ“
ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]
როდის თხოვდები?
აღარ დარჩეთ სახლებში გოგოებო!
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სოფელმაც გარიყა
ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან