FM97.5 / LIVE

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს

მთავარიპოლიტიკა 18.07.2013
დღეს, 18 ივლისს ახალციხის“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს
საკონსტიტუციო ცვლილებები ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ზურაბ აბაშიძემ, თამარ კორძაიამ, გიორგი კახიანმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ გააცნეს. შეხვედრას ათამდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტი მოამზადა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი პროექტი ეხება საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

აღნიშნულ საკითხს საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია დისკრიმინაციულს უწოდებს: „მაგალითად, თუ თავდაცვის მინისტრს ან პარლამენტის წევრებს შეუძლიათ იყოს ორმაგი მოქალაქე, რატომ არ შეუძლია პრემიერ-მინისტრს ან პარლამენტის თავჯდომარეს ქონდეს ორმაგი მოქალაქეობა?!“

„დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით ეს არის სასიცოცხლო გადაწყვეტილება“, - აცხადებს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე.

მეორე ცვლილება, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმას უკავშირდება.

„რაღაც საკითხები სრულიად დაუბალანსებელია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზუსტად ამ საკითხებში უნდა შევიდეს ცვლილებები. უნდა განისაზღვროს მთავრობის და პარლამენტის უფლებამოსილება“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

მესამე საკითხი კი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტსა და კონსტიტუციური კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის საჭირო კვორუმის საკითხებს ეხება.

„დღეს არსებული ნორმით, პარლამენტის სრულ შემადგენლობის ორ მესამედს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და მინდა გითხრათ, რომ ეს 2/3 უმრავლესობას არ აქვს, წინა მოწვევის პარლამენიტისაგნ განსხვავებით“, - ამბობს კორძაია.

საყოველთაო-სახალხო განხილვები უკვე ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს [Video]
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავენ
დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო
მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა
ხვალიდან  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება
დღეიდან მუშაობა დაიწყო მე–9 მოწვევის პარლამენტმა