FM97.5 / LIVE

ზურაბიშვილის ბანერი ახალციხეში შეცდომით ჩამოხსნეს, გვიან ღამით კი უკან დააბრუნეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება, არჩევნები 03.11.2018
ახალციხეში, სალომე ზურაბიშვილის ბანერი ბილბორდიდან ჯერ მოხსნეს, გვიან ღამით კი ტექნიკურ ჯგუფს უკან დააბრუნებინეს. ეს მას შემდეგ, რაც ბანერთან დაკავშრებით პოლიციაში შეტყობინება შევიდა.

ზურაბიშვილის ბანერი ახალციხეში შეცდომით ჩამოხსნეს, გვიან ღამით კი უკან დააბრუნეს

2 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერი, რომელიც ახალციხე – თბილისის საავტომობილო გზაზე, ქალაქის შესასვლელში მდგარ ბილბორდზე იყო გაკრული, ჩამოხსნეს. ფაქტი ადგილობრივებმა ქურდობას დაუკავშირეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილზე მისულ სამართალდაცველებს დანაშაულის ნიშნები არ აღმოუჩენიათ – "შემოგვივიდა შეტყობინება, რომ შესაძლოა ბანერის დაზიანებას ჰქონდეს ადგილი. გარკვევის მიზნით, გავიდნენ ადგილზე, არანაირ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა საქმე. ეს იყო სარეკლამო კომპანიის კომერციული თემა და შესაბამისად, სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია".

ჩამოხსნიდან დაახლოებით სამ საათში, ბილბორდზე სალომე ზურაბიშვილის ბანერი ისევ დაკიდეს. "სამხრეთის კარიბჭეს" ადგილზე შპს "ალმას" ტექნიკური ჯგუფი დახვდა. თანამშრომლები ბანერს სიბნელეში აკრავდნენ: "ჯერ გვითხრეს ჩამოხსენითო, ახლა უკან გვაკიდინებენ. ღამეა და ვერაფერს ვხედავათ, მაგრამ მაინც უნდა დავკიდოთ. დილით მოვალთ და გავასწორებთ". ზურაბიშვილის ბანერი ახალციხეში შეცდომით ჩამოხსნეს, გვიან ღამით კი უკან დააბრუნეს

"ქართული ოცნების" ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ გუშინ, 2 ნოემბერს ახალციხეში ძლიერი ქარი იყო და ბანერი დააზიანა, ამიტომ მისი ჩამოხსნა და ახლით ჩანაცვლება გახდა საჭირო.

"ძლიერი ქარი იყო გუშინ, დაიხა ფაქტობრივად ბანერი და შემდგომ მოხდა ახალი ბანერის გაკეთება. ცენტრალურმა ოფისმა გამოაგზავნა, დააბეჭდინა ახალი ბანერი და დღეს დილით უკვე განთავსებული იყო", – აცხადებს გიორგი გვარამაძე.

ახალციხეში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის იფორმაციით, გუშინ, 2 ნოემბერს ახალციხეში ყველაზე მძლავრი ქარი 8 მ/წმ–ში დაფიქსირდა, რომელიც ძლიერი არ არის.

სალომე ზურაბიშვილის ცენტრალურ შტაბში განმარატვენ, რომ ბანერის ჩამოხსნასთან დაკავშირებით, "პროგრამულად, ტექნიკური შეცდომა მოუვიდა" შპს "ალმას", რომელიც პასუხისმგებელია სარეკლამო მომსახურებაზე.

ამასვეს ადასტურებს, შპს "ალმას" გენერალური დირექტორი გიორგი ტრაპაიძეც. მისი თქმით, ბანერის ჩამოხსნის მიზეზი არა დაზიანება, არამედ ტექნიკურ ჯგუფის შეცდომა გახდა, რომელმაც ბანერი ბილბორდიდან დროზე ადრე ჩამოხსნა: "მექანიკურად მოხდა შეცდომა, ჩვენი ტექნიკური გუნდის მიერ, ეს ჩვენი შიდა საკადრო შეცდომა იყო".

მისივე განარტებით, ბილბორდზე რამდენიმე საათის შემდეგ, იგივე ბანერი დაიკიდა და არა ახალი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 ახალციხეში სურსათის სააგენტომ ექვსი სკოლა შეამოწმა

21.03.2019 დაუნის სინდრომის შესახებ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა

21.03.2019 25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ვალე–ახალციხის გზაზე ვაჟა ჩიტაშვილის ბანერი ჩამოხიეს [Photo]
ახალციხეში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება
ახალციხესა და ადიგენში ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს
ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტის გამო ახალციხეში ორი ქუჩა გადაიკეტა
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
ძლიერი ქარი აწყურსა და ჭაჭარაქში – დაზიანებულია შენობები