FM97.5 / LIVE

პროკურატურამ პასუხისგებაში ენზელ მკოიანის ძმა და შვილი მისცა

მთავარისიახლე, სამართალი 03.11.2018
ახალქალაქში, 30 ოქტომბერს, დაპირისპირების ფაქტზე პროკურატურამ, ახალქალაქი–ნინოწმინდის "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმას და შვილს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურამ პასუხისგებაში ენზელ მკოიანის ძმა და შვილი მისცა

იმ ხუთ პირს შორის, რომლებსაც ბრალი პროკურატურამ, დღეს, ორ ნოემბერს წარუდგინა, ორი, ენზელ მკოიანის ძმა მარტუნ მკოიანი და შვილი კარაპეტ მკოიანი არიან.

ახალქალაქში, 30 ოქტომბერს, დაპირისპირების ფაქტზე, ხუთი პირის მიმართ ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა:

„30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სსკ-ის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით ბრალი წარედგინა 5 პირს: მ. მ.-ს, კ. მ.-ს, ე. მ.-ს, ა. ა.-ს და ა.კ.-ს.

გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარეს, გამოიკითნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მოწმეები და ის პირები, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდა.

მოწმის სახით ჩატარებულ გამოკითხვებიდან დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება საწყის ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც შემდგომში გადაკვალიფიცირდა და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალქალაქში დაპირისპირების ფაქტზე 5 პირს ბრალი წარედგინა
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ცემაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
ახალქალაქში დაპირისპირებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ
'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში
პარლამენტარის ძმამ და ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა იჩხუბეს
ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე ვიდეო–მტკიცებულებები გამოიკვლიეს
'ოცნების' დეპუტატები ახალქალაქში ენზელ მკოიანის მხადასაჭერად ჩავიდნენ