FM97.5 / LIVE

მკურნალი ექიმი ახალქალაქში დაშავებულებზე: ‘შეუძლიათ სტაციონარიდან გავიდნენ’

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 02.11.2018
ახალქალაქში თავდასხმის შედეგად დაშავებული ოთხი პაციენტი ამ დრომდე თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩება. მათი მკურნალი ექიმი ბუბა შალამბერიძე ამბობს, რომ ოთხივე მათგანის გაწერა უკვე შესაძლებელია.

მკურნალი ექიმი ახალქალაქში დაშავებულებზე: ‘შეუძლიათ სტაციონარიდან გავიდნენ’

„პაციენტები ჯერ კიდევ კლინიკაში არიან. მათი ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, ჩატრაებული კვლევებით მკურნალობის ფონზე, რაიმე გართულება, რაც ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს არ გვაქვს, თუმცა, ჯერ ჯერობით სტაციონარში არიან. ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ სტაციონარიდან გადავიდნენ. აქვთ რაღაც რაღაც ჩივილები და სჭორდებათ მეთვალყურეობა, ოღონდ არა სტაციონარში. ანუ შესაძლებელია ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელონ კურნალობა“, – უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო საუბრში ბუბა შალამბერიძემ.

ოთხიდან ერთ–ერთი დაშავებული ახალქალაქში ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ იგი თავს ცუდად გრძნობს და ამიტომ კლინიკაში დარჩენას ამჯობინებს: „კარგად ნამდვილად ვერ ვგრძნობ თავს, სიცხე მაქვს, თავი მტკივა, ცუდი მდგომარეობაში ვარ. ცუდად არიან მიხეილი და აბრაამიც“.

კლინიკიდან გაწერის რეკომენდაციას არ იძლევა ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ თოიძე. მისი თქმით, ახალქალაქიდან გადმოყვანილი პაციენტების მდგომარეობა ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს: "ნევროლოგიური სიმპტომატიკა შესაბამისია იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელიც ვითარდება მწვავე, მძიმე ტრავმის შემდეგ. მათ აქვთ ჩივილები - გულისრევა, ოფლიანობა, ტაქიკარდია, მცირე ნევროლოგიური სიმპტომატიკა და ვთვლი, რომ ასეთი პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. სად იქნება ეს მეთვალყურეობა - რასაკვირველია, შეიძლება დავიწყოთ სტაციონარიდან და დავამთავროთ მინდვრით. შეიძლება ველზეც გვყავდეს ასეთი პაციენტი, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობა საჭიროა. მე რომ მკურნალი ექიმი ვყოფილიყავი, მათი გაწერის რეკომენდაციას არ გავცემდი, მაგრამ არსებობს რეგულაციები, რომლებიც ექიმს აიძულებს დაამთავროს ურგენტული პერიოდისთვის ღონისძიებების გატარება და გადავიდეს შემდგომ პერიოდზე", – ამბობს თოიძე.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს თბილისში ენმ–ს ოფისზე თავდასხმის შედაგად ოთხი დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის აბრამ აბრაამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მას სახის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ამიტომ ახალქალაქის საავადმყოფომ მისთვის კატასტროფის ჯგუფი გამოიძახა და თბილისში გადაიყვანა. გვიან ღამით კი საკუთარი სურვილით თბილისში კერძო კატასტროფის ცენტრმა სამი დაშავებულიც გადაიყვანა. ახალქალაქის საავამდყოფოს მენეჯერი აცხადებს, რომ არცერთ მათგანს თბილისში გადაყვანა არ სჭრიდებოდა, რადგან ადგილზე სამივე დაშავებულის სამკურნალოდ ყველა რესურსი გააჩნდათ.

[sknews.ge]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

21.03.2019 ტყეში გატარებული ნახევარი საუკუნე – სამცხე–ჯავახეთის ტყის მცველები [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში დაშავებულები ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩებიან
ახალქალაქში დაპირისპირების შედეგად დაშავებულები კლინიკიდან გაწერეს
ახალქალაქში დაშავებულებს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ
ახალქალაქში დაშავებულები ამბობენ, რომ მკურნალობას ისევ კლინიკაში გადიან
ახალქალაქში ორი დაშავებული კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა
‘ოთხი დაშავებულიდან სამს თბილისში გადაყვანა არ სჭირდებოდა’ – ახალქალაქის საავადმყოფო
აწყურთან ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს