FM97.5 / LIVE

ადიგენში სკოლამ ბულინგის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 02.11.2018
ადიგენის ერთ–ერთ სოფელში ბულინგის საქმეზე სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მოკვლევა დაასრულა.

ადიგენში სკოლამ ბულინგის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

სკოლის დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით, მეოთხე კლასელ მოსწავლეზე ამავე სკოლის 12 წლის ბიჭის მიერ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი სასწავლო პროცესის დროს არ დასტურდება.

დისციპლინური კომიტეტის წევრების აზრით, საქმე მეზობლებს შორის დავას ეხება, რამაც მოდავე ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე გავლენა მოახდინა.

დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას არ იზიარებს, მეოთხე კლასელი ბიჭის დედა. მისი მტკიცებით, მის შვილზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა უფროსკლასელი ბიჭისგან, სწორედ სკოლაში ხდებოდა: „ძალადობას ადგილი ჰქონდა სკოლაში. ჩემმა შვილმა ამის შესახებ სახლშიც ბევრჯერ თქვა და სკოლაშიც იმდენჯერ გაიმეორა, რამდენჯერაც გამოკითხეს“.

ადიგენის ერთ–ერთ სოფელში ბულინგის საქმეს სწავლობს განათლების სამინისტრო, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო. მომხდარს იძიებს ადიგენის რაიონული სამმართველოც.

შეგახსენებთ, ორსართულიან კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს შორის უთანხმოება, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც მეორე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა პირველზე მცხოვრებს ხელი არ მოუწერა ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც მას კორპუსში სველი წერტილი უნდა მიეშენებინა. მას შემდეგ, მეორე სართულზე მცხოვრები მეოთხეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, რომ პირველ სართულზე მცხოვრები 12 წლის ბიჭი მის შვილებს, განსაკუთრებით კი ცხრა წლის ბიჭს აბულინგებს. პირველ სართულზე მცხოვრები ბავშვების აღმზრდელები კი ამბობენ, რომ პირიქით, მათ ბავშვებს მეორე სართულზე მცხოვრები მეთოხეკლასელი ბიჭის მშობლები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ფიზიკური შეურაცხყოფს ფაქტს შსს სსკ–ის 126–ე, ძალადობის მუხლით იძიებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

05.11.2018 რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2018 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12.11.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა

11.11.2018 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]

11.11.2018 აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში ბულინგის საქმეს  სკოლის დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის
ადიგენში ბულინგის საქმეში შსს–მ  სოციალური სამსახური ჩართო
დედა შვილის ბულინგის გამო განათლების სამინისტროსა და ომბუდსმენს რეაგირებას სთხოვს
ადიგენში ბულინგის საქმეში შსს ჩაერთო
15 წლის გოგო თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს
სამინისტრო: ‘მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტს დისციპლინური საბჭო შეისწავლის’
ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება არ სწავლობს