FM97.5 / LIVE

ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინეს

მთავარისიახლე, სამართალი 02.11.2018
ზაზა სარალიძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ამ დრომდე იგი ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინეს

სარალიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ბრალდების ძირითადი ფორმულირება აგებულია არასწორ ფაქტებზე. რასაც არ ვეთანხმებით. საპატიმრო ღონისძიება მოხსნილია, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი კვლავ რჩება საავადმყოფოში”, – წერს ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ზაზა სარალიძე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც იგი რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირპირების გამო დააკავეს.

ზაზა სარალიძის შვილი დავით სარალიძე 2017 წლის დეკემბერში მოკლეს. მას შემდეგ ზაზა სარალიძე შვილის მკვლელების გამოვლენასა და დასჯას უშედეგოდ ითხოვს. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეძლო ამის გაკეთება. სარალიძე უკვე რამდენიმე თვეა, ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ღია ცის ქვეშ მართავს. მას სამართალდამცავები რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ. სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამ აკრძალვით შსს კონსტიტუციას არღვევს. ინციდენტი, რომლის შემდეგაც სარალიძე დააკავეს, სწორედ პოლიციის მიერ კარვის გაშლის ხელშეშლას მოჰყვა.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სარალიძე დაკავებულია, პარლამენტთან მისი მხარდამჭერი აქცია დაიწყო
დაპირისპირება პარლამენტთან – ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა
ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა
ხორავას ქუჩის საქმე – ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
‘მივდივარ სახლში’  – ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე პატრიარქს ხვდება
ზაზა სარალიძე პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს