FM97.5 / LIVE

ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა

მთავარისიახლე, არჩევნები 01.11.2018
N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქმა, კენჭისყრის დღეს შესული რვა საჩივრიდან, ორი განუხილველი დატოვა, ერთი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხუთი კი არა.

ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა

ოლქში დაწერილი საჩივრებიდან ექვსი შემაჯამებელ ოქმებს და ორი აგიტაციას ეხებოდა. ოლქს სამი საჩივარი „სამართლიანმა არჩევნებმა“, ორი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ორი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და ერთი „ლეიბორისტულმა“ პარტიამ დაუწერა.

საარჩევნო ოლქში შესული საჩივრებიდან მხოლოდ ერთი და ისიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ იყო დაწერილი და N18 საარჩევნო უბანზე, შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულ შეცდომას ეხებოდა. საჩივრის მიხედვით, იმ გრაფაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ხმათა რაოდენობა 191 უნდა ყოფილიყო, 91 ეწერა. საია თავმჯდომარისა და მდივნის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითხოვდა, თუმცა კომისიამ სიტყვიერი გაფრთხილება მხოლოდ მდივანს მისცეს.

ოლქმა საიას მეორე საჩივარი, რომელიც ასევე შემაჯამებელ ოქმს ეხებოდა, არ დააკმაყოფილა.

საარჩევნო ოლქმა ასევე არ დააკმაყოფილა, „სამართლიანი არჩევნების“ სამი საჩივარი, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხებოდა.

ბორჯომის საარჩევნო ოლქმა, არ განიხილა „ლეიბორისტული“ პარტიის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ თითო–თითო საჩივარი, უბნის მოწყობასთან დაკავშირებულ ხარვეზებსა და შემაჯამებელ ოქმებში გადასწორებების შესახებ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი საჩივარი N21 ზანავის საარჩევნო უბნის შესასვლელ კიბეზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ აგიტაციას ეხებოდა. ამ საჩივარზე საოლქო კომისიამ განაცხადა, რომ „აგიტაცია მიმდინარეობდა არა საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრის ოთახია განთავსებული, არამედ შენობის კიბეებზე. შესაბამისად, საჩივარში მოყვანილი ფაქტი არ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევას“.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში 33 საჩივარი დაიწერა
ახალციხის საოლქომ  ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
ნინოწმინდის საოლქომ ორი საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
ახალქალაქის საოლქომ სამი დარჩენილი საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა
ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
ახალქალაქის საოლქომ დარჩენილი ოთხი საჩივარიდან სამი დააკმაყოფილა
წინასწარ ბეჭედდარტყმული ბიულეტენისთვის ახალქალაქში რეგისტრატორს შენიშვნა მისცეს