სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს

მთავარიეკონომიკა 18.07.2013
გახსნიდან ერთი წლის თავზე, ახალციხეში, ტბის გასართობ კომპლექსში, რომლის მოწყობაც 2 მლნ ლარზე მეტი დაჯდა, შადრევნები აღარ მუშაობს. როდის აღადგენენ დაზიანებულ მოწყობილობებს, გამგეობაში ვერ აკონკრეტებენ.

ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს
აღნიშნული პრობლემის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ტბის ზედამხედველმა გუშინ, 17 ივლისს აცნობა. მისი თქმით, შადრევანი ბოლოს „ახალციხელობის“ დღესასწაულზე ჩართეს.

„ღონისძიებაზე უპრობლემოდ ჩავრთეთ. რამდენიმე დღის მერე ჩართვა ისევ ვცადეთ, თუმცა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით, აღარ ჩაირთო“,-ამბობს ტბის ზედამხედველი ბესიკ ფეიქრიშვილი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ შადრევანი წვიმამ დააზიანა.

„შადრევანის ძრავი ტბაზე არსებული რესტორანის დაბლაა დამონტაჟებული, რესტორნის სახურავიდან წყალი გაჟონილა და ძრავაში ჩასულა. მისი დაშლა და გაწმენდვაა საჭირო“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე.

მისივე თქმით, შეკეთების შემდეგ შადრევანს ყოველდღიურად მაინც არ ჩართავენ: „ძალიან ძვირადღირებული შადრევანია, ჯერ მარტო ერთი ნათურა 150 ლარი ღირს. მისი ყოველდღიურად მუშაობაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ გადავწყვიტეთ შადრევანი მხოლოდ ღონისძიებების დროს ჩავრთოთ“.

როდის აღადგენენ დაზიანებულ მოწყობილობებს, ადგილობრივ ხელისუფლებაში დაკონკრეტება უჭირთ.

შეგახსენებთ, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნური ტბა განახლებული სახით 2012 წლის 30 ივნისს, ”ახალციხელობის” დღესასწაულზე, საზეიმოდ გაიხსნა. ხელოვნური ტბის აღდგენა-რეაბილიტაცია და გასართობი კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდა. გაკეთდა ამფითეატრი, რომელიც დაახლოებით 400 კაცს იტევს და შადრევანი. ტბის გარშემო დაიგო ქვაფენილი და გაკეთდა ტბამდე მისასვლელი 550-მეტრიანი სამანქანო გზა. გასულ წელს ტბამ მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. მიმდინარე წელს ტბა გაზაფხულიდან ამოქმედდა, თუმცა, კომპლექსი არსებული ორი კაფედან ერთი ჯერ ისევ დაკეტილია.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.11.2017 კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

23.11.2017 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

22.11.2017 ახალციხის მერს 3 მოადგილე, 1 თანაშემწე, 2 მრჩეველი და 1 კონსულტანტი ეყოლება

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ტბა მხოლოდ ერთი სეზონისთვის
შადრევანი 'გრაფიკით' [Photo]
ახალციხის ტბაზე შადრევანი ამუშავდა

არაკომერციული, მაგრამ კონტროლირებადი ახალციხის ტბა
ფეხბურთის მატჩები დიდ ეკრანზე
ზაფხულის ბოლოს, ახალციხის დამშრალ ტბაში წყალი შეუშვეს