FM97.5 / LIVE

‘მგონი დავკარგეთ გრანტი’ – ახალციხის მერი ურაველში შეჩერებულ პროექტზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.11.2018
ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შესაძლოა იაპონიის საელჩოს გრანტი, რომლითაც ექვსი სოფელის გასარწყავიანება იგეგმებოდა, მუნიციპალიტეტმა ვეღარ მიიღოს.

‘მგონი დავკარგეთ გრანტი’ – ახალციხის მერი ურაველში შეჩერებულ პროექტზე

მისი თქმით, თვითმმართველობა პროექტის განსახორციელებლად ურავლის მოსახლეობის დათანხმებას ექვსი თვეა უშედეგოდ ცდილობს: „ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. მე მგონი დავკარგეთ გრანტი და ამის გაკეთება მოგვიწევს საკუთარი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“, – განაცხადა მელიქიძემ 31 ოქტომბერს, საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრის დროს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მელიქიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ „ჯერ არაფერია დაკარგული“ და ამ საკითხთან დაკავშირებით ურავლის მოსახლეობასთან შეხვედრას კიდევ გეგმავს: „ახალ წლამდე კიდევ ერთხელ უნდა შევხვდეთ მოსახლეობას. ჩვენი სურვილია უმრავლესობა მოვიდეს და დაესწროს. ჯერ არაფერია დაკარგული, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. აქ არ არის საშიშროება, რომ რაიმე ზიანი მიადგეს მდინარეს, ან მოსახლეობას. მდინარით მაშინ ისარგებლებს მოსახლეობა, როცა წყალუხვია, ანუ მაისსა და ივნისში, სხვა დროს მოსახლეობას წყალი პრაქტიკულად არ სჭირდება“.

მისი თქმით, წყლის გაშვების პროცესს ააიპ–ი მელიორაცია გააკონტროლებს: „მუნიციპალიტეტს ვალდებულებაც აქვს კანონით გაწერილი, რომ თუ რაიმე საშიშროება ექნება მდინარეს, თევზს, ან მის კალაპოტს სარწყავ სისტემას აუცილებლად გადაკეტავენ. მოსახლეობის ნაწილი პირად საუბრებში უკვე გვეუბნება, რომ პროექტის განხორციელებაზე პრობლემა არ აქვს. მათ გაიგეს, რომ პროექტი მათთვის საზიანო არ არის“.

შეგახსენებთ, რომ ურაველში, ადგილობრივების პროტესტით შეჩერებული პროექტი, რომელიც ექვსი სოფლის გასარწყავიანებას გულისხმობს და იაპონიის საელჩო აფინანსებს 30 წლის წინ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა. ამ პროექტის ნაწილი გასაიდუმლოებულია, მშენებლობას კი აწარმოებს ახალციხის მერის ყოფილი კომპანია, რომელსაც ახლა მისი ცოლისძმა ფლობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წლის ყველაზე ხმაურიანი პროექტი ურაველში ვერ განხორციელდა
ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება
გუბერნატორი ურაველში შეჩერებულ პროექტზე: ‘ამ საკითხის მოგვარებაში ჩავერთვები’
კვირის აქცენტი: პროტესტით შეჩერებული პროექტი ურაველში [Video]
ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს
‘პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ’ – ურავლელებთან მერის  შეხვედრა არ შედგა
მოსახლეობის 'დასამშვიდებლად' შექმნილი დოკუმენტი-მცდელობა ურაველში სარწყავი სისტემის მშენებლობის გასაგრძელებლად