FM97.5 / LIVE

არაგვას თემის რწმუნებულს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, სამართალი 01.11.2018
ახალქალაქში, სოფელ თოთხამში მცხოვრები აბგარ ქრთიანი, მერის წარმომადგენელს არაგვას თემში კაზაროს უნანიანს დოკუმენტების გაყალბებით მიწის ნაკვეთის წართმევაში ადანაშაულებს, საქმეს პროკურატურა იძიებს.

არაგვას თემის რწმუნებულს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ

სოფელ თოთხამში მცხოვრები აბგარ ქრთიანი ამბობს, რომ მერის წარმომადგენელმა არაგვას თემში კაზაროს უნანიანმა მისი კუთვნილი ნაკვეთი, რომელზეც ახლა ჯეოსელის ანძა დგას, საკუთარ სიძეს, დის ქმარს რაზმიკ ხანიკიანს გაუფორმა, ამისთვის კი ძველი მიღება–ჩაბარების აქტი გამოიყენა.

„ჩემი კუთვნილ მიწის ნაკვეთს ვეღარ ვირეგისტრირებ, რადგან ის მოქალაქე რაზმიკ ხანიკიანს გაუფორმეს ყალბი დოკუმენტის გამოყენებით. მიწის მიღება–ჩაბარების აქტი აშკარად გაყალბებულია, რადგან მიწის რეფორმის დროს რაზმიკ ხანიკიანს ნაკვეთები არ მიუღია. მიწის ნაკვეთები მიიღო დედამისმა და ისიც სხვაგან“, – ვკითხულობთ, წერილში, რომელიც აგბარ ქრთიანმა სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში გაგზავნა.

აბგარ ქრთიანი აცხადებს, რომ მისი 4 090 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთიდან, დაახლოებით, 300 კვადრატული მეტრი გაასხვისეს. ამის შესახებ კი მან 2008 წელს, მას შემდეგ გაიგო, რაც მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე „ჯეოსელის“ ანძა დადგეს.

„ჯეოსელში“ მივედი და ვუთხარი, რომ ჩემს ნაკვეთში დგას თქვენი ანძა და კონპენსაცია მეკუთვნის–მეთქი. ანძის ნახვერზე მეტი ჩემს ნაკვეთშია, ნაწილი კი თავისუფალ ადგილზე დგას. ჩემი ნაკვეთის მაღლა არავის საკუთრება არ იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ამ ამბის გარკვევა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ის თავისუფალი ადგილი რაზმიკასთვის გაუფორმებიათ და ჩემი ნაკვეთის ნაწილიც მიუყოლებია“, – გვიყვება აბგარ ქრთიანი.

მისი ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ირწმუნება, რომ კაზაროს უნანიანმა დოკუმენტის გასაყალბებლად ძველი მიღება–ჩაბარების აქტი გამოიყენა: „ის ძველი აქტი შეავსო ახლა. ის იქნებოდა ძველი ბეჭედდასმული, კალმით კი ახლა ჩაწერდნენ რაზმიკ ხანიკიანზე. ადრე წლების წინ, მსგავს საკითხზე, ახალქალაქში რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცეს“.
აბგარ ქრთიანმა დახმარების თხოვნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს იური უნანიანსაც მიმართა: „ექვსი თვის წინ ვიყავი მასთან მისული მითხრა, აქ რომ მოხვედი იცი შენ ვისთან გაქვს საქმეო??!“

ახალქალაქის მერიც და მერის წარმომადგენელიც აბგარ ქრთიანის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.

„არ მახსენდება როდის იყო ჩვენთან მოსული აბგარ ქრთიანი, ასე ნამდვილად არ ვეტყოდი ეს სიცურეა. თუ პროკურარურაშია განცხადება ისინი გაარკვევენ სიმართლეს, მე სხვა ვერაფერს გეტყვით. ინტრიგანი კაცია, ჩემი პროკურორად ყოფნის დროს დავსაჯეც კიდეც, მგონი თანასოფლელებთან ჩხუბის დროს“, – ამბობს ახალქალაქის მერი, რომელიც წლების განმავლობაში ახალქალაქის პროკურატურაში პროკურორი იყო.

მერის წარმომადგენელი არაგვას თემში კაზაროს უნანიანი, ამბობს, რომ ნაკვეთი, რომელზეც აბგარ ქრთიანი საუბრობს, მის ნათესავს ამალია პალიკიანს ეკუთვნოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი აღნიშნული ნაკვეთი გაყიდა: „მე მქონდა მინდობილობა და გავყიდე, შეგიძლიათ ნახოთ საჯარო რეესტრში“, – ამბობს კაზაროს უნანიანი თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ წელს ვისზე გაასხვისა სადავო ნაკვეთი.

კომპანია „ჯეოსელში“ ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. აქ არც იმის შესახებ გვიპასუხეს, იხდიან თუ არა ქირას. „გავარკვევთ და მოგვიანებით დაგიკავშირდებით“, – გვითხრეს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რაზმიკ ხანიკიანი ამბობს, რომ ნაკვეთი, რომელზეც აბგარ ქრთიანი დავობს მისია და ის ოჯახისგან მემკვიდრეობით ერგო. ხანიკიანი წლებია რუსეთში ცხოვრობს: „ეს ნაკვეთი მიწის რეფორმის დროს გადმოგვეცა. ჯერ მამის სახელზე იყო, მერე დედის, ახლა კი ჩემია. მე არ ვიცნობ აბგარ ქრთიანს და არ ვიცი რაზე საუბრობს, აუცილებლად გავარკვევ. რაც შეეხება „ჯეოსელისგან“ ქირას, მე არავინ არაფერს არ მაძლევს“, – გვიყვება რაზმიკ ხანიკიანი სატელეფონო საუბარში და გვიდასტურებს, რომ სოფლის რწმუნებული კაზანოს უნანიანი ნამდვილად მისი ცოლის ძმაა.

რა ეტაპზეა გამოძიება და ჩაუტარდა თუ არა სადავო მიღება–ჩაბარების აქტს ექსპერტიზა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს კვირაზე მეტია ველოდებით.

[თინათინ ზაზაძე ახალქალაქი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იყიდება მიწის ნაკვეთი ®
იყიდება კომერციული დანიშნულების მიწის ნაკვეთი ახალციხეში [R]
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის
სახელმწიფო აბასთუმანში აუქციონზე სამ მიწის ნაკვეთს ყიდის
‘წართმეული’ მიწები – საპატრიარქოს ნაკვეთების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ
იყიდება ორი ორსართულიანი სახლი და მიწის ნაკვეთი [R]
ელგუჯა მაზმიშვილს დაპირებულ  მიწის ნაკვეთს არ აძლევენ