FM97.5 / LIVE

‘ხელისუფლებაში დავბრუნდებით და საქმე ცუდად გექნებაო’ – მკოიანი ვაშაძეს მუქარაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.11.2018
ახალქალაქი–ნინოწმინდის დეპუტატი „ოცნებიდან“ ენზელ მკოიანი ამბობს, რომ მას გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დაურეკა და დაემუქრა, რომ „მალე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან ["ნაციონალები"] და საქმე ცუდად ექნება“.

‘ხელისუფლებაში დავბრუნდებით და საქმე ცუდად გექნებაო’ – მკოიანი ვაშაძეს მუქარაში ადანაშაულებს

ახალქალაქში, ენმ–ს ოფისზე თავდასხმის შემდეგ, რაშიც ენზელ მკოიანის ძმასა და შვილს ადანაშაულებენ, დეპუტატი ოპოზციის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა.

„გიორგი ვაშაძემ დამირეკა და დამემუქრა – ყველა შემთხვევაში მოვალთ ხელისუფლებაში და გირჩევნია პასუხი აგო, ჩვენ რომ მოვალთ, საქმე ცუდად გექნებაო, მოგიხსნით იმუნიტეტს და ჩაგაჯენთ ციხეშიო. შენი სახე შეინარჩუნე, დატოვე მანდატი და ჩაბარდი სამართლადამცავებსო. მე ვუთხარი, რომ სისხლის სამართლის დანაშაული თუ მაქვს ჩადენილი, მანდატის მოხსნას პარლამენტი გადაწყვეტს–მეთქი“ – ყვება მკოიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში.

გიორგი ვაშაძე მკოიანთან კომუნიკაციას ადასტურებს, თუმცა მუქარას კატეგორიულად უარყოფს: „მკოიანს გავუგზავნე აუდიო ჩანაწერი, რადგან ზარებზე არ მპასუხობდა. იგი „ნაციონალების“ ოფისთან მისი ძმის დაკარგული საფულის გადაცემას ითხოვდა და ჩვენს თანაგუნდელებს ემუქრებოდა. მანდატის მოხსნაზე მე ვუთხარი, რომ ამ დანაშაულისთვის იცოდე, რომ გეკუთვნის იმუნიტეტის შეჩერება და შემდეგ მანდატის დატოვებაც–თქო, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“.

გიორგი ვაშაძე „სამხრეთის კარბიჭესთან“ ამბობს, რომ აუდიოს გაგზავნის შემდეგ მკოიანი მას ტელეფონით დაუკავშირდა: „აგრესიული იყო, მე ვუთხარი, რომ კანონის შესაბამისად მოქცეულიყო, პირიქით, მუქარასმისი მხრიდან ჰქონდა ადგილი. ანგარიშსწორებაზე იმიტომ საუბრობს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი და ცდილობს თავი დაიცვას“.

ახალქალაქში, 30 ოქტომბერს, ენმ–ს ოფისთან, თავდასხმის ადგილზე, ადგილობრივმა გრიგორ ბარცეღიანმა საფულე იპოვა, რომელშიც მარტუნ მკოიანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობდა იდო. ამავე საფულეში, როგორც ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია, ამბობს, იდო ფურცელი, ამ ფურცელზე კი ახალქალაქში ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის აშოტ რაისიანის მანქანის ნომერი ეწერა. თავდამსხმელები კი პირველი, როგორც მელია ამბობს, სწორედ რაისიანს გაუსწორდნენ.

მეორე დღეს, მარტუნ მკოიანმა "სამხრეთის კარიბჭესთან" დაადასტურა, რომ საფულე ნამდვილად მისია და ფურცელზე აშოტ რაისიანის მაქანის ნომერიც თავად დაწერა: "ის მანქანა, რომლის ნომერიც ფურცელზე მეწერა, წინა ღამეს ჩემ ოთხივე "კალონკაზე" დაფიქსირა ვიდეო თვალმა. ისინი სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს ხევდნენ, თან იგინებოდნენ, ვინც ამას მისცეს ხმაო. მინდოდა მეკითხა აშოტ რაისიანისთვის, ეს რატომ გააკეთა და ბოდიშიც მოეხადა. ამას მოჰყვა დაპირისპირება".

[ავთო ინასარიძე, ახალქალაქი]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მარტუნ მკოიანი: ‘ჯიბე ჩამომახიეს და პირადობა ‘ნაციონალების’ ოფისთან გადმომივარდა’
ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის პირადობა იპოვეს [Video]
ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]
ენზელ მკოიანი: ‘ჩხუბში მონაწილეობა მე არ მიმიღია, იქ ჩემი ძმა და შვილი იყვნენ’
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო
'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში
‘ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემს ავტორიტეტზე’ – ენზელ მკოიანი ახალქალაქში მომხდარზე