FM97.5 / LIVE

ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 31.10.2018
ახალქალაქში, სოფელ ბეჟანოში, არც ნაგვის ურნები დგას და არც ნაგავმზიდი მიდის, ამიტომ მოსახლეობა ნაგავს სოფლის შესასვლელში, გზის პირზე აგროვებს.

ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან

ბეჟანოში მცხოვრებლები ნარჩენებს უკვე წლებია სოფლის შესასვლელში გზის პირზე აგროვებენ.

„არ მოგვწონს ამდენი ნაგავი რომ არის სოფელთან, მაგრამ რა ვქნათ, სადღაც ხომ უნდა გადავყაროთ, არც ნაგვის ურნებია სოფელში და არც ნაგვის მანქანა დადის“, – ამბობენ ადგილობრივები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის იური უნანიანის განცხადებით, იმ სოფლებში, სადაც ასფალტი არაა დაგებული, ნაგვის ურნები არ დგას: "ცუდი გზებია და ნაგვის მანქანამ რომ იქ იაროს, გაგვიფუჭდება. ბეჟანოში მართლაც დიდი ნაგავსაყრელია, ასეთი პრობლემა სხვა სოფლებშიც გვაქვს. წელს ვეცდები დაზამთრებამდე გავწმინდოთ. მომავალ წელს ალბათ ეგეთი ნაგავსაყრელებიდან ნარჩენების გასატანად ტენდერს გამოვაცადებ".

ახალქალაქის მერიამ მიმდინარე წლის დასაწყისში რეგიონული განვითარების სამინისტროდან 300 ახალი პლასტმასის ურნა მიიღო, მათ შორის 160 ქალაქში, 42 კი ახალციხე-ბაკურიანი-ნინოწმინდა-კარწახის მიმართულებით გზებზე განალაგა. უნანიანი მაშინ აცხადებდა, რომ „მუნიციპალიტეტს კიდევ 1 350 დიდი ურნა სჭირდება, ოღონდ ეს მომავალში ნაგვის სეპარირებისთვის“.

ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან

ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთს ნაგვის ურნების დამატება სჭირდება
ახალციხეში სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ურნები დადგეს
რატომ ვერ დგამენ ახალქალაქის სოფლებში ნაგვის ურნებს
ახალქალაქში ნაგვის ურნა დაიწვა
ახალციხეში ნაგვის ახალი ურნა დაიწვა
ასპინძაში ნაგვის ახალი ურნები დადგეს
ახალციხეში ნაგვის კიდევ ერთი ახალი ურნა დაიწვა [Photo]